რუსეთში მოღვაწე სომხური წარმოშობის დიზაინერის, ალექსანდრე არუთინაინის ახალ, 2015-16 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატებია გამოყენებული. მეეზოვე, მეთევზე, თავადის ქალი, ცალკეული დეტალები გვხვდება როგორც ტანსაცმლის, ასევე აქსესუარების გასაფორმებლად. 

ალექსანდრე არუთინიანი მოსკოვის მოდის მოყვარულთა წრეებში ერთ-ერთი ყველაზე მიღებული და საყვარელი დამწყები დიზაინერია, რომელსაც კარგად გამოსდის ქართული მოტივებისა და რუსული ფუფუნების შერწყმა. ბეწვი, ატლასი, მაუდი, ტყავი და ქართული ფერწერა გულგრილს ძნელად თუ ვინმეს დატოვებს.

 

Leave a Reply