თბილისის ისტორიულ უბნებში დაცული საინტერესო შენობების ცალკეული დეტალები დიდი ხანია რაც ფოტოგრაფ ნოდარ სუმბაძის ყურადღებას იქცევს. წლების განმავლობაში შეგროვებული ფოტოები წიგნად შეკრა და თბილისური კოლექციები ორ ნაწილად გამოსცა: სადარბაზოები და ფანჯრები.

მას ასევე გამოცემული აქვს თბილისური ჰერბარიუმი, რომელიც სხვადასხვა დეტალების ერთობლიობას წარმოადგენს. გთავაზობთ ნოდარის მიერ გადაღებულ თბილისურ ფანჯრებს.

Leave a Reply