2015 წლის აპრილიდან ყველას, ვისაც ხინკალი უყვარს, შეუძლია მეგობრებს და მთელს მსოფლიოს ანახოს, თუ როგორ გამოიყურება ტრადიციული ქართული კერძი. facebook – მა გრაფაში – ‘რას ჭამ’ დაამატა ხინკლის ნიშანი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ცნობილ სუშისთან, ბურგერებთან, კარტოფილი ფრისთან, თუ დანქინ დონატსთან ერთად შეგვიძლია მთელს დანარჩენ სამყაროს ვაჩვენოთ, რომ ვჭამთ ხინკალს და ასე თუ ისე პოპულარიზაციაც გავუწიოთ ტრადიციულ კერძს.

ხინკლის ნიშანი ფეისბუქზე ისე გამოიყურება, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგლისურენოვანი პრესა აქტიურად ეხმაურება ამ ამბავს და მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუსინჯავს ხინკალი მცირე განმარტებასაც აკეთებს – ხინკალი ერთგვარი ცომის გუფთაა, რომელიც გავრცელებულია საქართველოს მთიან რეგიონებში – ფშავში, მთიულეთსა და ხევსურეთში. ხინკლის ვარიაციები კი მთელს კავკასიაშია გავრცელებული. წერს საკუთარ ვებ გვერდზე cbw.ge

 

 

 

Leave a Reply