ხელოვნების სფერო იმდენად განსაკუთრებულია, რომ ალბათ მის სიკარგეზეც დავა, გემოვნებისა არ იყოს, შედარებითი და სუბიექტურია. ხელოვნების მიმართულებებიდან კი განსაკუთრებით თავისებური მხატვრობა, კერძოდ ფერწერაა. ასევეა ხელოვნების აღქმაც. ყველა სხვადასხვანაირად ახდენს ხელოვნების ნიმუშის აღქმას და მის გააზრებას. სუბიექტურია პირადი შესაძლებლობებით ხედვის გადმოცემაც. ალბათ ამიტომაცაა, რომ ბევრი ადამიანისათვის მიუღებელია თანამედროვე მხატვრობის – ფასეულ ხელოვნების ნიმუშად აღქმა. 

ზოგიერთისთვის ყველაფერს სხვადასხვა ფერი აქვს, ინდივიდუალური, არა ჩვეულებრივი. მაგალითად, ამერიკელი მხატვარი გოგონა, მელისა მაკრაკენი (Melissa McCracken) ყველა მის გარშემო არსებულ ნივთს, თუ ემოციის გამომწვევ მოვლენას სხვადასხვა ფერებში აღიქვამს. ის განსხვავებულია. მელისა სინესთეტია – ნევროლოგიური ფენომენის მატარებელი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 4% აქვს. სინესთეტია გამოიხატება ერთი, ან რამდენიმე გრძნობის ერთდროულად აღქმით. მაგალითად, მისთვის ციფრ 4-ს სპეციალური ფერი აქვს, წიგნებს ფერებად აღიქვამს. ასევეა მისთვის მუსიკაც. თუმცა, ამ ფენომენის ტარება მისთვის წარმატებული აღმოჩნდა – მან თავისი შესაძლებლობები მხატვრობაში წარმოაჩინა, როცა მისთვის საინტერესო მუსიკა ფერებში ასახა.

აქ მოცემული ნამუშევრები 2014-2015 წლებშია შესრულებული და მეტი ეფექტისთვის მათ მუსიკის თანხლებით გიზიარებთ.

Radiohead – Lucky 

Radiohead – Lucky

 

David Bowie – Life On Mars 

John Lenon – Imagine 

Prince – Joy In Repetition

Jimi Hendrix – Little Wing

Soulive – Interlude II

John Mayer – Gravity

Led Zeppelin – Since I’ve Been Loving You

Smashing Pumpkins – Tonight, Tonight

Radiohead – Karma Police

Glass Animals – Flip

Airhead – Callow

 

წყარო:

http://www.melissasmccracken.com/#!imagine/cusa

http://www.boredpanda.com/i-paint-music/

 

 

 

Leave a Reply