2015 წლის 28 აპრილს, ქალთა ფონდი საქართველოში ევროპის სახლის მხარდაჭერით ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს „სიკეთე ყოველთვის მოდაშია“ და აწყობს ქართველი დიზაინერების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას. გამოფენაზე შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდებათ ორგანიზაციის „გადარჩენილები მომავლისთვის“ ბენეფიციარებს, კერძოდ კი ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

11083795_10155456580140716_8990542663627041120_o

მოგეხსენებათ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში ისევ ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება, ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, 2014 წელს 25-ზე მეტი ქალია მოკლული. ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლვევლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზოგადოების ყველა ჯგუფის აქტიური ჩართულობა.
ქართველ დიზაინერები ქალთა ფონდთან ერთად მზად აღმოჩნდნენ ჩაერთონ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ მსხვერპლების დახმარების საქმეში. 

საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვაში მონაწილეობს ოცდაათზე მეტი ქართველი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი, გიორგი შაღაშვილი,ზალიკო ბერგერი, ლაკო ბუკი, აკა ნანიტაშვილი, გიორგი ქებურია, იკა ბობოხიძე, თეონა თავართქილაძე, თამარა ხოშტარია, უტა ბექაია, ნინო იოსავა, ქეთევან მაისაია, ჯიჯი რეჯინი, თამუნა ინგოროყვა,ქეთი ყიფშიძე, ტატუნა ნიკოლაიშვილი, ანუკა ქებურია, მუსია ქებურია, ლევან ამაშუკელი, მაღაზია ო, მოდა მოდა, რატი ბაქრაძე, ნიკა სახანბერიძე, მაია სუმბაძე, ეკა ასათიანი, ლია ბაგრატიონი, დინა ოგანოვა, ნინი ფალავანდიშვილი,ოთო მგალობლიშვილი, ნინო დარასელი, Paris-Tiflis, Birdy Bar/Restaurant.

გამოფენა გაიხსნება 28 აპრილს 19:00 ევროპის სახლში და გაგრძელდება 30 აპრილამდე. 

 

https://www.facebook.com/womenfundgeorgia

Leave a Reply