ისტორიული აღმოჩენები  საზოგადოების მუდმივ ინტერესს წარმოადგენდნენ ყოველთვის, ყველა დროსა და ეპოქაში. ამის კარგი მაგალიათია ის აღმოჩენა, რომლის შესახებაც ცნობილი ჯერ კიდევ 1578 წლის რომში გახდა. აღმოჩენამ ნათელი გახადა, რომ  ძველი ქალაქის ქვეშ არსებობდა ლაბირინთები, რომლითაც შესაძლებელი იყო ქრისტიანობისათვის თავდადებული  მოწამეების სამარხებთან მისვლა. განსაკუთრებულ სამარხებში დასაფლავების პატივს იმ მოწამეებს მიაგებდნენ, რომლებიც მრწამსის დაცვისათვის განსაკუთრებული სიმამაცე, ან თავდადება გამოიჩინეს.

ამ სამარხების პირველი სტუმრები მათ წმინდანთა კატაკომბებს უწოდებდნენ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხდებოდა წმინდანებად შერაცხული ნეშტების რომის ფარგლებს გარეთ გატანა ევროპის ტერიტორიაზე, ძირითადად გერმანიის მიმართულებით, რომლის დიდი ნაწილი პროტესტანტული რეფორმის დროს განადგურდა.

გადასვენების შემდეგ ხდებოდა გვამების შემოსვა და მორთვა, რაც მოიცავდა მათი ძვირფასი ნაჭრისაგან შეკერილი ტანსაცმლით შემოსვას, ძვირფასეულობით მორთვას, მათ თავსაბურავებითა და გვირგვინებით შემოსვას. ზოგიერთ მათგანს პარიკითაც კი მოსავდნენ. შემოსილი ნეშტების დაბრძანება ხდებოდა სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ტაძრებში, სადაც ისინი ყველასათვის თვალსაჩინოდ იყვნენ დასვენებულნი იმის შესახსენებლად, თუ რა ელოდათ მათ სარწმუნოებისადმი ერთგულების გამოვლენისათვის.

ალბათ ეს ამბავი დენ ბრაუნის მონათხრობს მოგაგონებთ არა?  გეთანხმებით, გაქვს, თუმცა ეს სიმართლეა. ამ ისტორიის აღმომჩენი პოლ კოუდონარისი (Paul Koudounaris) იმდენად შთაგონებული იყო ამ ისტორიით, რომ მან მთელი ევროპა მოიარა ასეთი ნეშტებისა და მათთან დაკავშირებული ისტორიის შესასწავლად. ბევრი  მათგანი ჯერ ისევ პირვანდელი სახით იყვნენ წარმოდგენილნი მათთვის მიჩენილ ადგილებში: შემოსილები, მომლოცველების მოლოდინში.

სწორედ ამ ისტორიას მიუძღვნა მან ნაშრომი ” ზეციური გვამები: საგანძურის კულტი და სანახაობრივი წმინდანები კატაკომბებიდან” (Heavenly Bodies: Cult Treasures & Spectacular Saints from the Catacombs‘). ნაწარმოები შეეხება გამოკვლევას, თუ რა საქმიანობისთვის იქნენ ისინი ამგვარად გაპატიოსნებულნი, ვისი ბრძანებით მოხდა მათი სამარხებში დაბრძანება და რატომ იქნენ ისინი დავიწყებულნი თანამედროვე რელიგიის მიერ. მისი ნაწარმოები მოგვითხრობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რელიქვიის შესახებაც, რომელიც ნათელს ფენს გარდასული დროის აღმსარებლობის პრიორიტეტებსა და თაყვანისცემის გამოხატვის სახეებს.

თავად მწერალი მუდმივად მსგავსი შინაარსის აღმოჩენებითა და ისტორიული ფაქტების შესწავლითაა გატაცებული. გარდა სამწერლობო კარიერისა, ის აქტიურად მუშაობს ფოტოგრაფიის სფეროშიც. მისი ადრეული შრომები მიძღვნილი იყო რელიგიაში ადამიანის უფლებების საკითხებისადმი. მოგვიანებით ის ისტორიულ არტეფაქტებსა და აღმოჩენებზე გადაერთო. დღეისათვის პოლის ანგარიშზე მრავალი ფოტო ირიცხება, რომლებიც პერიოდულად ცნობილ გამოცემებში იბეჭდება. მისი კვლევები თანდართული ფოტოსურათებით  წიგნებად არის გამოცემული. დღეისათვის პოლს ხუთზე მეტი ნაშრომი აქვს ამ სფეროში.

 

წყარო:

http://en.wikipedia.org/wiki/Paul_Koudounaris

http://sobadsogood.com/2013/09/08/heavenly-bodies-cult-treasures-and-spectacular-saints-from-the-catacombs-by-paul-koudounaris/

 

Leave a Reply