თბილისის მე-11 მოდის კვირეული Matériel-ის დიზაინერ ალექსანდრე ახალკაციშვილის შემოდგომა – ზამთარი 2015 ჩვენებით გაიხსნა.
“ივერია ჯგუფის” პავილიონში მოწყობილ პოდიუმზე ალექსანდრე ახალკაციშვილმა ახალ კოლექციაში თავდაჯერებული, მკაცრი ქალის სამოსი წარმოადგინა.
ტრადიციულად არ უღალატა თავის ხელწერას და შავი ფერის სამოსს მკაცრი, გეომეტრიული ფორმის აქსესუარი, შავი საყურე შეუხამა.
ძირითად შავ ფერთან ერთად წარმოდგენილი იყო ნაცრისფერი გრძელი პალტოები და ლაბადები, ზემოდან დაკერებული ჯიბეებით და მკვეთრი ქამრებით. სამოსის დახვეწილი გეომეტრიული ფორმები ქალს კიდევ უფრო თავდაჯერებულს ხდის.

ფოტო: MiHail Photography

ალექსანდრე ახალკაციშვილის ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი ცნობილი ქართველი მოდის ბლოგერი ანანო დოლაბერიძე მოდის კვირეულის განმავლობაში არაერთი ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც დიზაინერის კიდევ ერთი წარმატებაა. მისი სამოსი პრაქტიკული, საინტერესო და მოდურია.

ფოტო: style.com

ფოტო: გურამ კაპანაძე

Leave a Reply