“გაზრდა პრობლემა არაა; პრობლემა იმის დავიწყებაა, რომ ოდესღაც ბავშვი იყავი”

 

თუ ერთხელ მაინც ჩაგვარდნიათ ხელში ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”, დარწმუნებული ვარ, არც წაუკითხავი დაგრჩებოდათ  და არც გულიდან და გონებიდან ამოგივათ არასდროს. ანტუან დე სენტ ეგზიუპერის წიგნი პირველად 1943 წელს დაიბეჭდა და მასე მერე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შესანიშნავ წიგნზე თაობებია გაზრდილი. ეგზიუპერისა და პატარა უფლისწულის მოყვარულებისთვის ახალი, სასიხარულო ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ  2015 წელს ცნობილი ისტორიის ანიმირებული ეკრანიზება გველოდება წინ.

 

როგორც ტრეილერიდან ხდება ცნობილი, ანიმაცია იმავე ამბავს მოგვიყვება, რაც წიგნშია, თუმცა ოდნავი ცვლილებებით. ამბავი თანამედროვე დროში ვითარდება – ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მკაცრი დედის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდება მეგობრობას იწყებს უფროს, ჭკვიან ბიჭთან.

 

გავრცელებული ტრეილერიდან ნამდვილად ცხადი ხდება, რომ  ყველასთვის საყვარელი პატარა უფლისწულის ხელახალი აღმოჩენა გველის.  ფილმის შემქმნელების გადაწყვეტილება – სიუჟეტი შეფუთონ თანამედროვეობით,  ახალგაზრდა მაყურებელს მისცემს შანსს, რომ უფრო მეტი კავშირი და სიახლოვე იგრძნო ძლიერ, ამაღელვებელ ამბავთან.

“პატარა უფლისწულის” პრემიერა საფრანგეთში ივლისში იგეგმება, თუმცა სხვა ქვეყნებში მისი ჩვენების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
 

Leave a Reply