რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ფანების მიერ შექმნილი თეორია ‘ჰარი პოტერის’ შესახებ, რომელიც დერსლების ჰარისადმი ცუდი მოპყრობის საიდუმლოს ხსნის.  თეორიის მიხედვით, დერსლები, ადამიანები, რომლებთანაც ჰარი იზდებოდა და რომლებიც მისი სისხლით ნათესავები იყვნენ, ჰარის ცუდად ეპყრობოდნენ, რადგან იგი ჰორკრუქსი იყო. 

‘ჰარი პოტერის’ სერიის წიგნების მიხედვით, ჰორკრუქსი არის მაგიური ნივთი, რომელშიც ბნელი ჯადოქარი თავისი სულის ნაწილს დებს. შემდეგ კი ამ ნივთთან ნებისმიერი სხვა ადამიანის ახლოს ყოფნა, ამ პიროვნებაზე  ცუდად მოქმედებს. ამ ნივთს ისინი ‘ჭკუიდან გადაყავს’, მისი მოქმედების პრინციპი, თითქმის ისეთივეა, როგორიც ბეჭდის ‘ბეჭდების მბრძანებელში’.

 

 

დარსლებიც ჰორკრუქსის გვერდით ცხოვრობდნენ, თანაც მთელი 11 წელი, რამაც მათი გაბოროტება გამოიწვია.  ჰარის მშობლების სიკვდილის შემდეგ, როცა იგი უნებლიედ  ბნელი ლორდის ჰორკრუქსი გახდა, დერსლებმა კართან დატოვებული, ობოლი ბიჭი შეიფარეს და მის აღზრდას დათანხმდნენ, რაც თავისთავად კეთილშობილური საქციელია.  წიგნში არსებული ეს დეტალი, ერთ-ერთი მყარი არგუმენტია იმისა, რომ დერსლები, ჰორკრუქსის გავლენის ქვეშ იყვნენ და ჰარისადმი თავიდანვე ცუდად განწყობილნი არ ყოფილან.

თეორიის მიხედვით, ჰარისთან ურთიერთობა რონსა და ჰერმიონზეც უარყოფითად ახდენდა გავლენას, თუმცა ვინაიდან ისინი ჰოგვარტსის გარეთ დროს ხშირად არ ატარებდნენ, მისი გავლენა სუსტი  იყო.  ჰორკრუქსის გამო ერიდებოდა დამბლდორი ჰარისთან ურთიერთობას.

 

One Response

Leave a Reply