ტატუირება  შესაძლოა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ტრენდად მივიჩნიოთ. მისი შეფასებისას, ყუდადღება ექცევა არამარტო ესთეტიკას, არამედ სიმბოლურ დატვირთვასაც.  სხეულის პერმანენტული მოხატვა  უკვე ხელოვნებად მიიჩნევა. ამის კარგი მაგალითია ტატუ-არტისტი ბრაიან ვუ, რომლის ნამუშევრებიც მეტად ორიგინალური და ამასთან, ტექნიკურად საკმაოდ რთული და დახვეწილია.

როგორც თვითონ ბრაიანი იხსენებს, ოჯახის წევრებს სურდათ, სამომავლო პროფესიად ექიმობა აერჩია, თუმცა, მისი მთავარი გატაცება და ინტერესის სფერო სრულიად განსხვავებული იყო. ის 13 წლიდან დაინტერესდა ტატუირების ხელოვნებით და დიდ დროს ატარებდა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში, სადაც 90-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავები იკეთებდნენ ტატუს, მათ შორის ჯონი დეპი. ბრაიან ვუ აკვირდებოდა, სწავლობდა სხეულის მოხატვის პროცესს და მალე თვითონაც დაიწყო ტატუების კეთება. მიუხედავად იმისა, რომ ბრაიანი უმაღლესი განათლებით ოჯახის სურვილისამებრ ექიმი გახდა, დღეს ის  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტატუ-არტისტია. მას აქვს თავისი განსაკუთრებული სტილი – ე.წ გეომეტრიული ტატუირება.

 

 

 

 

წყარო: www.boredpanda.com

Leave a Reply