სირიაში, ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა კვლავ განახორციელეს ჰომოსექსუალების საჯაროდ დასჯის რიტუალი.

“Daily Mail”-ის უწყებით, სანამ ისლამისტი ტერორისტები ორ ჰომოსექსუალ მამაკაცს სასიკვდილოდ ჩაქოლავდნენ, სიმბოლურად გამომშვიდობების და ცოდვების მიტევების რიტუალი შეასრულეს და შენდობის ნიშნად მათ ჩაეხუტნენ. ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ეხუტებიან მამაკაცებს და შემდეგ მათი მიმართულებით ქვებს ისვრიან.
თანამედროვე ცივილიზაციისთვის შოკისმომგვრელ ფაქტს აკვირდებოდნენ ქალები და ბავშვებიც.

დაჯგუფების ხელმძღვანელებმა კადრში დააფიქსირეს მომენტი, როდესაც თვალებ ახვეულ მამაკაცებს ეხუტებიან და ეუბნებიან, რომ მათი “ცოდვები” მიტევებულია.

 

წყარო: Daily Mail.

 

Leave a Reply