დიზაინერ ოსკარ დე ლა რენტას მიერ 1965 წელს შექმნილი სამოდელო სახლი თავიდანვე ორიენტირებული იყო ნაზი, დახვეწილი, იდეალური ქალის სურვილებზე.

წარმოუდგენელია რომელიმე მაღალი დონის წვეულება მისი საღამოს კაბების გარეშე, ხოლო საქორწილო კაბები ერთგვარ ეტალონად იქცა.

ცნობილი დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ დიდხანს გრძელდებოდა ვნებათაღელვა იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა Oscar de la Renta-ს ახალი დირექტორი სტილის და ხარისხის შენარჩუნებას. ფაქტი სახეზეა: ბრენდის მიერ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილი საქორწილო კაბების ხაზი კვლავინდებურად მომხიბვლელი და ყველა ქალისთვის სასურველია.

Leave a Reply