“Skaterstan” – არის ინოვაციური არასამთავრობო ორგანიზაცია ქაბულში, რომელიც დააარსა ავსტრალიელმა სკეიტბორდერმა ოლივერ პარკოვიჩმა 2007 წელს. Skaterstan ავღანელ ბავშვებს (მეტწილად გოგონებს), აძლევს საშუალებას განვითარდნენ, შეისწავლონ სკეიტბორდით გადაადგილება და გაიღრმავონ ცოდნა. ავღანელი გოგონების ასეთმა მონდომებამ და გამბედაობამ მიიქცია ბრიტანელი ფოტოგრაფის ჯესიკა ფულფორდ-დაბსონის ყურადღება. ჯესიკამ შექმნა ფოტოსერია, სადაც  კარგად ჩანს, როგორ სწავლობენ გოგონები სპორტის ამ სახეობას და რა სიხარული მოაქვს მათთვის ფიზიკურ აქტივობას. 


ფოტო-მასალაში ნაჩვენებია არასამთავრობო ორგანიზაციის ქაბულის ფილიალი (შემდგომ ისინი გაფართოვდნენ და კამბოჯასა და სამხრეთ აფრიკაშიც გახსნეს წარმომადგენლობები).

ამბავი საინტერესოა იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ბევრ ავღანურ თემში ქალებს ეკრძალებათ ველოსიპედით გადაადგილება. ამ რეალობაში სკეიტბორდინგი გარკვეულწილად აფართოებს მათ შესაძლებლობებსა და უფლებებს.

ორგანიზაციის მოსწავლეების დაახლოებით 50% ქუჩაში მომუშავე ბავშვები არიან, მოსწავლეთა 40% გოგოა.

 

Leave a Reply