ნეპალში მომხდარმა მიწისძვრამ ევერესტზე მყოფი მთასვლელებიდან 18 იმსხვერპლა. ჯოსთ კობაშმა, მთამსვლელმა და იუთუბერმა, რომელიც მიწისძვრის დროს მთაზე არსებულ, მთამსვლელთა ბანაკში იმყოფებოდა,  მოახერხა გადაეღო მიწისძვრის ამსაველი ვიდეო, რომელიც 5 მილიონმა ადამიანმა იხილა.  როგორც მთამსვლელი აცხადებს, სანამ ის და მისი მეგობრები მიწისძვრას შეიგრძნობდნენ, მათ დაინახეს ადამიანები, რომლებიც გარბოდნენ და თავადაც დაიწყეს ბანაკის დატოვება, რათა საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ.

,,სიბიესის” ცნობით, ამ დროისთვის ევერესტზე  150-მდე მთამსვლელია დარჩენილი და მათი გამოყვანა ვერ ხერხდება.  სიმაღლისა და ზვავის გამო, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია, ვერტმფრენებმა მხოლოდ ორი მთამსვლელის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. დანარჩენების მდგომარეობა კი უცნობია.

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply