21 საუკუნეში, სპა პროცედურები სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით სილამაზის ცენტრებს, სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურის  რეკლამებს… სრულიად განსხვავებულად იყო საქმე 100 წლის წინ.

სპა ცენტრების ისტორია მნიშვნელოვნად უკავშირდება მსოფლიოში პირველ მილიონერ ქალს – ჰელენა რუბენშტაინს. ჰელენამ თავისი ბიზნესი დაიწყო ავსტრალიაში კოსმეტოლოგიური საცხების დამზადებით, ხოლო მოგვიანებით - 1915 წელს, ნიუ იორკში გახსნა სილამაზის ცენტრი. ცენტრი კლიენტებს სთავაზობდა მომსახურების სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავდა სავარჯიშო დარბაზებს, ფიტნესს და საკვებ ობიექტს სპეციალური მენიუთი. სერვისში შედიოდა ე.წ “სილამაზის დღის” პროგრამ,რომელიც გარკვეულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს მოიცავდა – მათ შორის ულტრაიისფერ სხივებსაც კი. მართალია ეს პროცედურები თანამედროვე მეთოდებთან შედარებით უცნაურად, სასაცილოდ და ზოგ შემთხვევაში, უსიამოვნოდაც კი გამოიყურება, მაგრამ იმ დროისათვის, აღნიშნული დაწესებულების სტუმრობა საკმაოდ პრესტიჟული იყო.

“ყველა ამერიკელი ქალი დადიოდა წითელი ცხვირით, ნაცრისფერი ტუჩებითა და უხარისხოკოსმეტიკური პუდრისაგან გაცრეცილი სახის ფერით. როგორცვე ისინი დავინახე, მივხვდი, რომ შეერთებული შტატები მთელი ჩემი ცხოვრების ერთი დიდი სამუშაო იყო” – ჰელენა რუბენშტაინი.

ჟანგბადისა და რძის გამაახალგაზრდავებელი აბაზანა.

სახის კანის დეფექტების დეტექტორი

თავის კანის დამარბილებელი აპარატი

კანის ტიპის დასადგენი აპარატი

სხეულის გარშემოწერილობის დადგენა

თეძოების გასახდომი სპეციალური სავარჯიშო პროგრამა

გარუჯვის შემდგომი სპეციალური პროცედურები

დაწესებულების კლიენტები მზის აბაზანის მიღებისას

ულტრა-იისფერი სხივებით კანის გამაჯანსაღებელი პროცედურა

მაკიაჟის გაკეთების სპეციალური კურსები

კონსულტაცია ჰელენა რუბენშტაინთან

ჰელენა რუბენშტაინის სილამაზის პროდუქტები

 

 

წყარო: www.mashable.com

Leave a Reply