LGBT Awards-ზე, რომელიც გასულ კვირას, ლონდონში სასტუმრო “Landmark Hotel”-ში გაიმართა, სხვა ნომინაციებთან ერთად გამოვლინდა გეი მოგზაურებისთვის ყველაზე სასურველი და საუკეთესო ქალაქი, რომელიც, შვედეთის დედაქალაქი, სტოკჰოლმი გახდა.  სტოკჰოლმს მკაცრ კონკურენციას უწევდნენ ისეთი გეი-მეგობრული ქალაქები, როგორებიცაა ვანკუვერი, ამსტერდამი და პარიზი. 

სტოკჰოლმის ხელისუფლებამ სპეციალურად ლგბტ ტურისტებისთვის შექმნა ვებ-გვერდი “Stockholm Gay and Lesbian Network“, სადაც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გზამკვლევია შექმნილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს, სტოკჰოლმში ორი ძირითადი ლგბტ ღონისძიების ჩატარება იგეგმება.

27 ივლისიდან 2 აგვისტომდე ქალაქში ყველაზე გრანდიოზული პრაიდი მოეწყობა, ხოლო 5-დან 9 აგვისტოს ჩათვლით სტოკჰოლმი უმასპინძლებს ევროთამაშებს.

Leave a Reply