გააქვთ პრობლემები პირად ცხოვრებაში? არავის ხვდებით და გვერდითაც არავინ გყავთ? თქვენ მარტო არ ხართ! მარტოობა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და ეს გადაუჭარბებელი შეფასებაა.  შუახნისა და მოწიფული ასაკის ადამიანებისთვის მარტოობა  ერთგვარ ეპიდემიასაც კი წარმოადგენს. მეცნიერთა კვლევებით დასტურდება, რომ გულის დაავადებათა გამომწვევი მიზეზები ხშირად მარტოობასთანაა დაკავშირებული. ბევრი მკვლევარი ამ ფაქტს მარტოობით გამოწვეულ სტრესსა და დეპრესიას უკავშირებს. ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოება (BPS) კი დაავადებების გამომწვევ მიზეზად მარტოობისას სრულიად ჯანმრთელი ქალების მხრიდან ჭარბი კვებისადმი მოთხოვნილების გაჩენას უკავშირებს. 

ამ თემას ნატალი შუმექერმა (NATALIE SHOEMAKER) საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა. მისი თქმით ერთ-ერთმა მკვლევარმა, ლისა ჯარემკმა (Lisa Jaremka) სპეციალური კვლევა ჩაატარა, რომლითაც მარტოობის ფონზე  ჭარბი რაოდენობის საკვების მიღებაზე გააკეთა აქცენტი. მან და მისმა თანამკვლევარებმა ცდა 42 ქალბატონზე გააკეთეს, რომელთა საშუალო ასაკი 53 წელი იყო. მათ ქალებს თხოვეს, ლაბორატორიაში მისვლამდე 12 საათით ადრე თავი შეეკავებინათ საკვების მიღებისგან. მისვლისას უნდა  მიერთვათ 930 კალორიის მქონე საკვები, რომელიც შედგებოდა კვერცხის, ინდაურის ხორცის, სოსისის, გამომშრალი პურისა და სოუსისაგან.

ქალბატონებს სთხოვეს შეეფასებინათ მათი  შიმშილის დონე საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ. მათ აგრეთვე გაუკეთეს სისხლის ანალიზი ჭამამდე და საჭმლის მიღებიდან ორი და შვიდი საათის შემდეგ. მთავარი მიზანი მათი პეპტიდური ჰორმონების დონის შემოწმება იყო, რომელიც საჭმლის მოთხოვნილებას არეგულირებს. კვლევების შედეგად დაფიქსირდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობდნენ, შიმშილის სურვილის უფრო მაღალი დონე დააფიქსირეს.

creative-tea-infusers-2-1-21

კვლევის შედეგად შემდეგი ფაქტორები იქნა გამოკვეთილი: მარტოობა და შიმშილის შეგრძნება არ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული იმ ქალბატონებში, რომლებსაც სხეულის მასის მაღალი ინდექსი გააჩნდათ (BMI), რაც იმას გულისხმობს, რომ შიმშილის შეგრძნებამ შესაძლოა დააკავშიროს მარტოსულობის შეგრძნება წონის მომატებასთან. ეს კი გარდა ჭარბი წონისა, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

საქმე იმაშია, რომ უხსოვარი დროიდან ადამიანები ჯერ კიდევ ჯოგებად ცხოვრების პერიოდში, მიდრეკილნი იყვნენ სოციუმთან ერთად თანაარსებობისკენ, რაც თავისთავად გულისხმობდა საკვების ერთად მირთმევას. დღესდღეობით, კი შესაძლოა გაძლიერდეს შიმშილის გრძნობა, მაშინ, როდესაც ადამიანი სოციუმისაგან, ან უბრალოდ სხვა ადამიანისაგან მოწყვეტილად გრძნობს თავს. მათ ინსტინქტი აიძულებთ, იკვებონ, რადგან ამგვარად თავისი თავის, როგორც  საზოგადოების წევრის შეგრძნება უჩნდებათ.

ეს საინტერესო კვლევა ერთჯერადი ექსპერიმენტის სახით ჩატარდა ბრიტანეის ფსიქოლოგიურ საზოგადოებაში, თუმცა მისი სრული სახის მისაღებად ამავე მეთოდის მამაკაცებზე გამოცდაც არანაკლედ საინტერესო იქნებოდა.

წყარო: http://bigthink.com/ideafeed/loneliness-may-cause-healthy-women-to-eat-more

Leave a Reply