თანამედროვე ბელგიელი ალის სმიტი (alice smeets), რომელიც ბელგიასა და  ჰაიტის შორის მოგზაურობს, საკმაოდ საინტერესო პროექტების ავტორია. ცოტა ხნის წინ მან  ჰაიტელ ხელოვანთა ჯგუფთან ერთად, რომლებიც ატის რეზისტანსის ( Atis Rezistans) სახელით არიან ცნობილნი, განახორციელა პროექტი, რომლის  მიზანსაც კლასიკურ ტაროში (ბანქოს სახეობა) ასახული ნახატების გაცოცხლება წარმოადგენდა. ბანქოზე ასახული პერსონების გასაცოცხლებლად მან ჰაიტური გეტო გამოიყენა, რომლის ფონზეც პოზირებენ კამერისთვის მოდელები.

სიკვდილი

როგორც ალისი ამბობს, პროექტის ინსპირაციას წარმოადგენთა დადგმული სცნების დახმარებით პოზიტიური განწყობის ჩვენება უარყოფითი შინაარსის მქონე ნახატების გადმოსაცემად. მისი თქმით, ხელოვანთა ჯგუფმა სცადა წარმოეჩინა ნარჩენების სილამაზე. ინსტალაციაში ინტერიერის მოსაწყობად სწორედ გამოუსადეგარი ნივთები, ნაგავი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები გამოიყენეს.

სასმისის ცხრიანი

სასმისის ცხრიანი

გადაღებისას ბევრ მხიარულ და უცნაურ ისტორიას ჰქონდა ადგილი. ინტერიერის ყველა დეტალი წინასწარ არ ყოფილა დაზუსტებული. გადაღებისას ჩვეულებრი შემოქმედებითი პროცესი  სუფევდა, რომელიც თავად იძლეოდა მიმართულებას და შესაბამისად აზუსტებდა მოთხოვნილებებსა და საჭიროებს. მაგალითად, სიკვდილის კადრის გადასაღებად ადგილზე, გეტოს ტერიტორიაზე მონახეს ადამიანის თავის ქალები, რომლითაც მოგვიანებით ინსტალაცია გააფორმეს.

მართლმსაჯულება

პროექტი სრულად იქნა დაფინანსებული ინდიგოგო-ს (indiegogo) მიერ. სურვილის შემთხვევაში გეტოს ტაროს კარტის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მახვილთა ცხრიანი

მახვილთა მეფე

დაკიდებული კაცი

განდეგილი

მახვილთა ექვსიანი

სასმისის რვიანი

სასმისის ხუთიანი

მზე

მახვილთა სამიანი

წყარო: https://www.indiegogo.com/projects/the-ghetto-tarot#gallery

http://dangerousminds.net/comments/the_ghetto_tarot_haitian_artists_transform_classic_tarot_deck_into_stunning#dAq1ipvutgAICmC7.01

http://www.atis-rezistans.com/getho.php

http://www.alicesmeets.com/

Leave a Reply