რაც დრო გადის, გარემოზე ზრუნვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ბუნებრივი კატაკლიზმები და გაუარესებული ეკოლოგია ცხადია რომ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა. კომპანიები, რომლებიც ცდილობენ შეიქმნან დადებითი იმიჯი საზოგადოებაში, ხშირად მიმართავენ სხვადასხვა მწვანე აქტივობებს, ან აქტიურად გამოდიან ბუნებრივი რესურსების ნაკლებად მოხმარების მოთხოვნით. გასულ კვირას საერთო მობილიზებას გამოეხმაურნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას გარემოს გაფრთხილებისკენ რომის პაპი ფრანცისკი და სხვა სასულიერო პირები. ეს გაფრთხილება საკმაოდ დროული გამოდა, რადგან მომდევნო 6 თვე საკმაოდ კრიტიკული იქნება.

წელს ეკოლოგიის ფონდმა ( Foundation for Deep Ecology) და საზოგადოებრივი მედიის ცენტრმა (Population Media Center) ორგანიზება გაუკეთეს კოლაჟს, რომელიც ნათლად ასახავდა ზღვარგადასული მომხმარებლური დამოკიდებულებისა და საზარელი რაოდენობის ნარჩენებს, მიმოფანტულს მთელს მსოფლიოში. როგორც მედია ცენტრის დირექტორმა  და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განაცხადა – ეს ის საკითხია, რაც ყველას აღელვებს, თუმცა მასობრივი მედია-საშუალებები მას ნაკლებად აშუქებენ, შესაბამისად, ადამიანებიც ნაკლებად ფიქრობენ იმ ზარალზე ყოველდღიურად, რასაც ისინი საკუთარ თავს, გარშემომყოფებს და გარემოს აყენებენ.

რთულია გავიაზროთ, თუ რამხელა გავლენას ახდენს ჩვენს მიერ ყოველდღიურად მიღებული ელემენტარული გადაწყვეტილებები: შვეიძინოთ ბოთლი პლასტმასის ქილით, კომპიუტერი, თუ ტელევიზორი. ყოველდღიურად 220 000 მეტი მაცხოვრებლით დედამიწა თოთოეული ადამიანისაგან დღეში 4 ფუტამდე (1,814 kg) ნარჩენს იღებს, რაც 1960 წლის შემდეგ 60% არის გაზრდილი.

ის, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის მომხმარებლური ბუნება გარემოზე, ამ ფოტოების საშულებით უფრო თვალსაჩინო  იქნება:

 

მთელი მსოფლიოდან ელექტრონული ნარჩენი ჩადის ქალაქ აკრაში, განაში, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები მინერალებისათვის შლიან მათ ნაწილბეად, ზოგჯერ კი წვავენ

 

ქალაქი მექსიკა, მექსიკაში. ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი დასავლეთ ნახევარსფეროში (Mexico City, Mexico)

 

ქალაქი დელის ნაგავსაყრელი, სადაც ბევრი ნაგავსაყრელის მდგომარეობა დასაშვებ საზღვრებს სცდება. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულთა რაოდენობა კი 25 მილიონს აღემატება (New Delhi, India)

 

ლოს ანჯელესი, კალიფორნია, სადაც მანქანების რაოდენობა ზოგჯერ ადამიანების რაოდენობას სცდება. (Los Angeles, California)

 
 

ნავთობის მოპოვების პროცესი, კერნი, კალიფორნია (Kern River Oil Field, California, USA.)

 
 

ვილამეტის ნაციონალური ტყე, ორეგონის შტატი, საზოგადოებრივი მიწები გამოფიტულია ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული პროცესების გამო (Willamette National Forest, Oregon, USA.)

 
 

ქვანახშირის საწარმო, დიდი ბრიტანეთი (United Kingdom)

 
 

ნორვეგია, ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაპირი. გლობალური დათბობის გავლენა ეკოლოგიასა და ტემპერატურის ცვლილებაზე

 
 
 

მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასის საბადო, რუსეთი

 

ამაზონის ტყე იწვის, რათა ადგილი დაუთმოს საძოვარს მსხვილფეხა საქონლისათვის. ბრაზილია

 

გუდრონისა და ღია სამთო კარიერების ტერიტორიაზე განაწილების მოცულობა იმდენად დიდია, რომ ის კოსმოსიდანაც კი ჩანს, კანადა

 

საბურავების ნაგავსაყრელი ნევადა, ამერიკა

 

ვანკუვერის კუნძული, კანადა

 
 

სასოფლო-სამურნეო წარმოება ალმენიაში, ესპანეთი

 

ფისის ქვიშა, ალბერტა, კანადა

  

გაუსაძლისი სუნის მქონე ყვითელი მდინარე, ჩინეთი

 

ბანგლადეში, სადაც მსოფლიოს ტანსაცმლის უდიდესი ნაწილი იწარმოება

 
 

ჯავა, ინდონეზია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოს არ ქონის გამო ნარჩენებს პირდაპირ ზღვასა და მდინარეში ყრიან

 
ამა წლის სექტემბერში უკვე დაგეგმილია მსოფლიო ლიდერების შეხვედრა, რომლის დროსაც ნარჩენების შემცირების თაობაზე მოხდება გეგმების დასახვა. შეხვედრის ფარგლებში სამუშაო გეგმა 2030 წლამდე გაიწერება.  წლის ბოლოს, დეკემბერში კი, პარიზში შედგება გაეროს შეხვედრა, სადაც დასაშვები რაოდენობის გამონაბოლქვის დონის დარეგულირებასა და ნარჩენების რაოდენობაზე შეჯერდებიან. 
 
როგორც მედია ცენტრში აცხადებენ, ეს ფოტოები ხელს შეუწყობს საზოგადოებას, რათა უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგას ჰაერის დაბინძურებისა და ნარჩნების შემცირების მიმართულებით.
 
წყარო:
http://mic.com/articles/117312/you-ve-never-seen-our-impact-on-the-planet-quite-like-this-before
 
 

Leave a Reply