არასამთავრობო ორგანიზაცია “ლგბტ საქართველომ” წამოიწყო კამპანია, რომელშიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს და ამ გზით ლგბტ თემის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადოს. კამპანიის წამოწყების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ საქართველოში ერთი კონკრეტული ჯგუფი ცდილობს 17 მაისის მნიშვნელობის და გასულ წლებში ლგბტ პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის გადაფარვას, სხვადასხვა ღონისძიებებითა და სადღესასწაულო დღეების დაწესებით. მოგეხსენებათ რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი აქციის ჩატარებას მთავრობა წელსაც ვერ უზრუნველყოფს.

ორგანიზაცია და კამპანიაში მონაწილე ადამიანები ცდილობენ საზოგადოებას შეახსენონ, რომ 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კამპანიაში მონაწილეობის მსურველთათვის: ფოტოს გადაღების შემთხვევაში განათავსეთ ის ფეისბუქზე და მიუთითეთ შეტეგი #17MayTbilisi2015

Leave a Reply