კოკა-კოლამ, რომელიც ცნობილია როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე  კომპანია, სასმელი ახალი შეფუთვით გამოუშვა უსინათლოებისთვის. “Coca-Cola Braille”-ს წარმოებას თუნუქის ქილებზე ბრაილის შრიფტით აწერია ყველაფერი ის, რაც ჩვეულებრივ ქილებს. 

იდეა კამპანია “Share a Coke”-იდან დაიბადა, როდესაც კოკა-კოლამ მომხმარებლებს საშუალება მიცა კონკრეტული პიროვნებებისთვის გაეგზავნათ მათი სასმელი და ბოთლზე მათი  სახელების დაწერა დაიწყო. ამ კამპანიისას აღმოჩნდა, რომ უსინათლოები ვერ ახერხებდნენ წაეკითხათ მათი სახელი ბოთლზე. ბრაილის შრიფრიანი ბოთლები ხელმისაწვდომია არგენტინასა და მექსიკაში, სადაც ახლაც მიმდინარეობს პერსონალური ბოთლების კამპანია.

 

http://www.adweek.com/adfreak/coca-cola-now-printing-cans-and-bottles-braille-blind-people-164665

Leave a Reply