ტომაშ ლაზური პოლონელი გრაფიკოს დიზაინერი,  რომელიც ამჟამად  ორიგინალური სპორტული სამოსის შექმნითაა დაკავებული. წლების წინ  ველოსპორტით გატაცებულ ახალგაზრდას აღმოჩნდა რომ  უამრავი თავისუფალი  დრო ტყუილად არ დაუხარჯავს ველოსიპედით სეირნობაში. ამ დროის მანძილზე ბევრ შეჯიბრებასაც დაესწრო და თავადაც გახდა მონაწილე. სწორედ სპორტის ამ სახეობამ და ველომრბოლელების ერთფეროვანმა ჩაცმულობამ უბიძგა იმისკენ, რომ შეექმნა რაღაც ახალი, ოდნავ სასაცილო და ამავდროულად ორიგინალური სპორტული ფორმა, რომელიც ყველასგან გამორჩეული იქნებოდა და ყურადღებას მიიქცევდა. ტომაშმა შექმნა ანატომიური კუნთოვანი სამოსი, რომელიც ზოგიერთისთვის შემზარავად გამოიყურება, მაგრამ ბევრის მოწონებაც დაიმსახურა. პირველი კოსტუმის დამზადებას თვეები დასჭირდა, რადგან  კუნთების სრული სიზუსტით  ნაჭერზე გადატანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

პროდუქტის პრომოცია  ინტერნეტით მოხდა, როდესაც ტომაშმა უბრალოდ ატვირთა ფოტო სოციალურ ქსელში. ფორმის შეძენის მსურველები ფოტოს განთავსებისთანავე გამოჩნდნენ. დღეს უკვე არსებობს პატარა კომპანია “Muscleskinsuit“, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს საიტის მეშვეობით შეიძინონ სასურველი ფორმა. კომპანია უახლოეს მომავალში გაფართოებას აპირებს.

 

Leave a Reply