დღეს, 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2 წლიანი შევიწროვებების მიუხედავად მაინც გაიმართა.

მრგვალ ბაღთან შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ლგბტ თემის უფლებების დაცვის მიზნით გამოსული ადამიანები შეიკრიბნენ და მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში, რომელიც აქტიურად ცდილობს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს და ლგბტ ადამიანებს უნდა მიეცეთ შეკრების და აზრის გამოხატვის საშუალება. აქციის მონაწილეებმა პლაკატების მეშვეობით სახელმწიფოს ისიც შეახსენეს, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველო, 2012 წლის 17 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევის გამო გაამტყუნა და დააჯარიმა.

აქცია მრგვალ ბაღთან. ფოტო: 17mai.si

იუსტიციის სახლთან, არასამთავრობო ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს” ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც “ქალთა მოძრაობის” წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. მონაწილეებმა აქციაზე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები სქესს იცვლიან, საბუთების განახლებაში გარკვეული პრობლემები ექმნებათ.

აქცია იუსტიციის სახლთან. ფოტო: ნეტგაზეთი

ვაჩნაძის ქუჩაზე “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” აქცია გამართა, სადაც “ეს ქუჩა დაკავებულია, ჰომოფობიის ადგილი აქ არ არის,” – ამ ლოზუნგით ჰომოფობია და ტრანსფობია საჯაროდ დაგმეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ლოკაცია შემთხვევით არ შერჩეულა, ლგბტ ადამიანებმ სწორედ ამ ქუჩაზე განიცადეს ყველაზე დიდი სისასტიკე და დამცირება.

აქცია ვაჩნაძის ქუჩაზე. ფოტო: ნეტგაზეთი

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ღონისძიებებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

About The Author

4 წელია რაც ბლოგერი და მოქალაქე ჟურნალისტი ვარ. დაინტერესებული ვარ მოდის ინდუსტრიიდან სიახლეების, ადამიანის უფლებების/საზოგადოებაში არსებული პრობლემების და კულტურის სფეროდან სიახლეების გაშუქებით. მიმუშავია რამდენიმე ინტერნეტ გამოცემაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ერთ-ერთ თინეიჯერულ ჟურნალში, სადაც სხვადასხვა შინაარსისმქონე კონტენტს ვთავაზობდი მკითხველ. ამჟამად ვარ მოქალაქე ჟურნალისტი და ვაპირებ მომავალში შემდგარი და მიუკერძოებელი, სრულიად დამოუკიდებელი ჟურნალისტი გავხდე, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმაციის მაქსიმალურად კორექტულად მიწოდებაზე იზრუნებს. "What i see" საშუალებას მაძლევს ფართო საზოგადოებას გავუზიარო ის, რაც მაინტერესებს და სხვებსაც დავანახო ის, რასაც ვხედავ მე.

Leave a Reply