არ ილაპარაკოთ ცეკვის დროს, არ იყოთ ფამილიარული, არ ჩაიხედოთ სარკეში მისი თანდასწრებით, ყურადღება მიაქციეთ ჯდომის მანერას -  ეს იმ რჩევების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოსული, მარტოხელა ქალებისათვის განკუთვნილი გზამკვლევი მოიცავდა.

რაც არ უნდა სასაცილო იყოს,  სწორედ ამ წესების სრული სიზუსტით დაცვის შედეგად შეეძლო ქალს დადებითი შთაბეჭდილება მოეხდინა კაცზე.

“გაემზადეთ მისგან მალულად, თქვენს საძინებელ ოთახში, რათა იყოთ უზადო. მზად იყავით დროულად – არ ალოდინოთ და შეხვდით ღიმილით!”

“კაცებს არ მოსწონთ, როდესაც ქალები თხოულობენ მათ ხელსახოცს და სვრიან ტუჩის საცხით. არ შეისწოროთ მაკიაჟი მის წინ, გააკეთეთ ეს მაშინ, როცა ის ვერ გხედავთ!”

არ დაჯდეთ უხერხულ პოზაში. ნუ გექნებათ მობეზრებული გამომეტყველება, მაშინაც კი, თუ მართლა ასე გრძნობთ თავს. იყავით ყურადღებით. თუ ღეჭავთ საღეჭ რეზინას ( არ არის რეკომენდებული) გააკეთეთ ეს ჩუმად, დახურული პირით”

უდარდელი ქალი ვერასდროს მოხიბლავს ჯენტლმენს. არ ილაპარაკოთ ცეკვის დროს, რამდენადაც, როცა კაცი ცეკვავს, მას უბრალოდ ცეკვა უნდა!”

“თუკი გჭირდებათ ბიუსჰალტერი, აუცილებლად ჩაიცვით ის. ქამარს ნუ მოიჭერთ ზედმეტად. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი წინდები არ იყოს დაკუჭული.”

“ნუ გამოიყენებთ მანქანის სარკეს მაკიაჟის შესასწორებლად. კაცს ის სჭირდება ავტომანქანის მართვისას. მას ძალიან აღიზიანებს, როცა უწევს მიბრუნება, რათა დაინახოს, რა ხდება მისი ავტომობილის უკან.”

“ნუ იქნებით ფამილიარული. ნუ გამოამჟღავნებთ ალერსიან ჟესტებს საზოგადოებაში. სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა კაცისათვის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია”

“ნუ იქნებით სენტიმენტალური და ნუ აიძულებთ ემოციური ზემოქმედებით ათქმევინოთ ის, რაც მას არ უნდა. კაცებს არ მოსწონთ ცრემლები, მითუმეტეს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.”

“ნუ იქნებით ფამილიარული ოფიციანტთან. ნუ გააბამთ მასთან საუბარს და ნუ მოყვებით, თუ როგორი დრო გაატარეთ სხვასთან ერთად. კაცს უნდა მთელი თქვენი ყურადღება მას დაუთმოთ და ის იმსახურებს ამას!”

“ნუ ისაუბრებით სამოსზე და ნუ შეეცდებით აღწეროთ თქვენი ახალი ტანსაცმელი. ასიამოვნეთ და შეაქეთ ის, ესაუბრეთ ისეთ თემებზე, რომლებზე ლაპარაკიც თავად უნდა.”

“ბევრი არ დალიოთ! კაცი ელოდება, რომ თქვენ მთელი საღამო მოიქცევით ღირსეულად. დალევისას ზოგიერთი ქალი ხდება ჭკვიანი, თუმცა, ეს გამონაკლისია – უმეტესობა ხდება სულელი! “

 

 

წყარო:  www.vintag.es

Leave a Reply