ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 1-დან 17 მაისამდე ჩეხეთში იმართებოდა, ფინალში ერთმანეთს რუსეთისა და კანადის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ. გულშემატკივრები თამაშს წინასწარვე უწოდებდნენ ,,ოცნების ფინალს”, რომელშიც რუსეთის ეროვნული ნაკრები, კანადასთან 6 – 1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა კანადის ნაკრებს გამარჯვება არ მიულოცა, მოედანი დაჯილდოვების ცერემონიალის დაწყებამდე  და ჰიმნების აჟღერებამდე დატოვა. ინციდენტი ცხადია მოხვდა საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრში, რომელიც  მომხდარს აქტიურად განიხილავს  და მას არასასიამოვნოსა და არაპროფესიონალურს უწოდებს. რუსეთის პირველმა არხმა, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი შუქდებოდა, დაჯილდოვების ცერემონია ეთერში არ გაუშვა და ტრანსლიაცია შეწყვიტა.

 

 

 

Leave a Reply