მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში  60-იან წლებში ჩამოყალიბდა. ჰიპები პროტესტს უცხადებდნენ საზოგადოების მიერ დამკვიდრებულ ნორმებსა და წესებს. მათ ადვილად გამოარჩევდი სხვებისგან გარეგნობითა და ტანისამოსით – გრძელი, გაშლილი თმები, ჭრელი ტანისამოსი, ზურგჩანთები, უხეში ბათინკები და თმაში ჩაწნული ყვავილები მათი დამახასიათებლი ნიშნები იყო. ჰიპები უარს ამბობდნენ ჯარში გაწვევაზე, იყვნენ პაციფისტები და აპროტესტებდნენ ომებს. მათი იდეოლოგია საკმაოდ ინფანტილური და არარეალურად რომანტიული იყო. მაგალითად ჰიპებისთვის  იარაღი ძალადობის წინააღმდეგ ყვავილები იყო, სწორედ ამიტომ პოლიციელებსა თუ ჯარისკაცებს ურიგებდნენ. ყვავილებს ამაგრებდნენ ხოლმე იარაღის ლულებში, როგორც  ტყვიისა და სიკვდილის ალტერნატივას. თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები  მოგზაურობდნენ ფურგონებით ან ავტოსტოპით. მოგზაურობა და კომუნებად ცხოვრება მათი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი იყო.  გატაცებულნი იყვნენ ძენ ბუდიზმით და აღმოსავლური ფილოსოფიით.

სწორედ 1970 წლებში გაადღებულ ჰიპების კომუნების ფოტოებს გვთავაზობს ჟურნალი LIFE – ი, სდაც ნათლად ჩანს მათი ცხოვრების წესი, საცხოვრებელი ადგილები და ყოველდღიური საქმიანობები.

 

Leave a Reply