საღამოს შინ დაბრუნებულ დაღლილ ყველა მშობელს უოცნებია ალბათ, ნეტავ არსებობდეს რამე ისეთი საშუალება, რომელიც მის პატარას წაუკითხავდა ზღაპარს, თავად კი სინდისდამშვიდებული მყუდროდ მოკალათდებოდა და დაისვენებდა.

საქმიანო დედიკოებო და მამიკოებო, სწორედ თქვენზე და თქვენი პატარების სრულყოფილ განვითარებაზე იზრუნეს სტუდენტების პატარა ჯგუფმა, რომლებმაც აუდიო ზღაპრების პირველი ქართული აპლიკაცია APPOLLO შექმნეს.

APPOLLO-ს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს პატარას დამოუკიდებლად შეეძლება ამ აპლიკაციით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე  მოუსმინოს მისთვის სასურველ ზღაპარს, თქვენს მიერ შეძენილი ზღაპრების პაკეტიდან.

ამჟამად სიმბოლურ 1 ლარად შეგიძლიათ  გამოიწეროთ აპლიკაცია . თქვენ ამით ხელს შეუწყობთ პროექტის განვითარებას და თქვენი პატარაც კმაყოფილი დაგრჩებათ.

როგორც იდეის ავტორები ამბობენ, თავდაპირველად აპლიკაცია ანდროიდისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო შემდეგ ეტაპზე შეიქმნება   iOS ვერსია.

შემოქმედებითი ჯგუფი

შემოქმედებითი ჯგუფი

ეს პროექტი ახალია ქართული ბაზრისთვის, შესაბამისად ბევრ პრობლემურ საკითხთანაა დაკავშირებული. ახალგაზრდების ჯგუფი დიდი ენთუზიაზმით დაუღალავად მუშაობს, რათა ჩვენს მომავალ თაობას თავისუფლად შეეძლოს მოისმინოს ქართულ ენაზე  გახმოვანებული სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრები.

ვიდეოს ავტორი: მირიან ქოქიაშვილი

Leave a Reply