სამსახურის შოვნა საკმაოდ რთულია, თუმცა, ფინანსური შემოსავლის გარეშე არსებობა ასევე ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ, უამრავი ადამიანი იძულებულია დაკავდეს ისეთი საქმიანობით, რომელიც მისთვის უინტერესო და არასასრურველია.
ვაკანსიების საძიებო გერმანულმა საიტმა jobsintown.de-მ წამოიწყო კამპანია - “ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა არასასურველი სამსახურისათვის” – ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს ერთი და იმავე თემატიკაზე აგებულ სოციალურ რეკლამებს.

ფოტოებზე ვხედავთ ადამიანებს შეწუხებული გამომეტყველებით. ისინი მოთავსებული არიან სწრაფი მომსახურების აპარატებში და უწევთ ისეთი მოვალეობის შესრულება, რომელიც მათთვის არასასურველი და, უფრო მეტიც – საძულველია.

 

 

წყარო: www.jobsintown.de

 

Leave a Reply