1941-1945 წლებში, ე.წ  დიდი სამამულო ომის დროს, აღმოსავლეთ ფრონტზე, სხვადასხვა ქვეყნიდან  უამრავი კორესპონდენტი იმყოფებოდა სამსახურეობრივი მისიით. უდავოდ დიდი სიმამაცე უნდა ჰქონოდათ მათ, ვინც არ მიატოვა პოსტი და ბოლომდე ასრულებდა თავის მოვლეობას, განსაკუთრებით იმ რისკის არსებობობისას, რომ შესაძლებელი იყო ვეღარასოდეს დაბრუნებოდნენ სახლებს. საქმისადმი დიდი  ერთგულებით გამოირჩეოდნენ ის ჟურნალისტები, განსაკუთრებით ფოტოგრაფები, რომლებმაც შეძლეს და ფრონტის შუაგულში მოხვდნენ  საუკეთესო მასალის მოსაპოვებლად. სწორედ მათ, ვინც მოახერხეს გადარჩენა და დაბრუნება, გამოაქვეყნეს ფოტოები, რომელთა მეშვეობით დღეს ისტორიის გაცოცხლება შეგვიძლია. რომ არა ეს ადამიანები და მათი ფოტომასალა, უამრავი საინტერესო ფაქტი და მნიშვნელოვანი ადამიანი დარჩებოდა უცნობი. ეს ფოტოები იმდენად ღირებულ ინფორმაციას შეიცავდა, რომ საბჭოთა კავშირის დროს, მათი გამოქვეყნება კატეგორიულად აკრძალული იყო.

დღეს, თანამედროვე ეპოქაში, როცა აღარ არსებობს საბჭოური ცენზურა და ინფორმაციული ბლოკადა, ეს მასალა უკვე ხელმისაწვდომია. ფოტოების ნახვისას, ნათელი ხდება, თუ რატომ არ სურდა წითელ ხელისუფლებას მათი გასაჯაროება – კადრები ზუსტად ასახავენ ნაცისტური გერმანიის დესპოტურ რეჟიმს და საბჭოთა კავშირის რეალურ სახეს ფასადური კეთილდღეობისა და სამართლიანობის მიღმა.

ფოტოების დათვალიერებისას, წარმოუდგენელია, არ თანავუგრძნოთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ომი პირადი გამოცდილება იყო.

საბჭოთა კავშირში მცხოვრები პარტიზანი ქალები

ბომბის ვარდნა სტალინგრადის თავზე

საბჭოთა მებრძოლის ტყვე გერმანელი ჯარისკაცი

ბავშვები, რომლის მშობლები ტყვედ აიყვანეს გერმანელმა ჯარისკაცებმა, ხოლო მათი სახლი მთლიანად დაანგრიეს

მტრის წინაშე პირისპირ

კაზაკური ქვედანაყოფის მეთაური აკვირდება თავის მეომრებს მოწყობაზე. უკრაინა, 1942 წლის 21 ივნისი.

საბჭოთა კავშირის მოქალაქე ქალი მუშტით ემუქრება გერმანელ ჯარისკაცებს. სსსრ, 1944 წლის 14 თებერვალი.

15 წლის გერმანელი ჯარისკაცის რეაქცია, როცა გაიგო, რომ დახვრეტა ელოდა.

62-ე არმიის მარში ოდესის ქუჩებში. ჯარისკაცებს შორის, ორი არის ქალი. 1944 წლის აპრილი.

ცხენი სტალინგრადის ნანგრევების ფონზე. 1942 წლის დეკემბერი.

რუსი ქალი უყურებს თავის სახლს, რომელიც იწვის. 1942 წელი.

1944 წლის იანვარი.გერმანელი ჯარისკაცი სანგარში.

საბჭოთა არმიის მსროლელები მიცურავენ მდინარეში ფრონტის ხაზის გასწვრივ. 1945 წლის იანვარი.

კაპრალი კლარენს მეტსონი წვრთნის დროს, თავის ჯარისკაცებს აჩვენებს, როგორ უნდა დაიდოს თაბაშირი ექსტრემალურ პირობებში. კალიფორნია, 1944 წლის 27 მარტი.

წითელი არმიის ჯარისკაცები სტალიგრადის ერთ-ერთი სახლის თავზე. 1943 წლის იანვარი.

18 წლის რუსი ტყვე გოგო საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლების დღეს.

“უკანასკნელი ებრაელი ვენეციაში” – ნაცისტი ჯარისკაცი კლავს ებრაელს ვენეციის მასობრივი დახვრეტის დროს.

“სამეცნიერო” ექსპერიმენტებისათვის განკუთვნილი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები

გადარჩენილი რუსი ჯარისკაცი, რომელმაც ამოიცნო საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი.

აუშვიცის ბანაკის 14 წლის ტყვე

გერმანელი დედა თვალებზე ხელს აფარებს შვილს, როდესაც ისინი ჩაუვლიან საბჭოთა არმიის ჯარისკაცების ეკსგუმირებულ გვამებს. 1945 წლის 3 მაისი.

ომში გამარჯვების დღე წითელ მოედანზე. 1945 წლის 9 მაისი.

დრეზდენი დაბომბვის შემდეგ. 1945 წელი.

 

 

 

წყარო:  www.pure-t.ru

Leave a Reply