მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ეროტიკული საფოსტო ბარათების უმრავლესობა საფრანგეთში მზადდებოდა. მათ ამერიკის შეერტებულ შტატებში “ფრანგულ ბარათებსაც” კი უწოდებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბარათების საფოსტო გადამზიდით გაგზავნა არალეგალური იყო, ისინი მაინც ვრცელდებოდა ე.წ შავ ბაზარზე – მალულად იყიდებოდა საფრანგეთში –   მაღაზიებში და ქუჩის გადამყიდველებთან.

ეროტიკული საფოსტო ღია ბარათები  საკმაოდ კარგი შემოსავლის წყარო იყო იმდროინდელი ფოტოგრაფებისათვის, განსაკუთრებით კი –  ახალბედებისთვის. მათთვის ეს  იყო ფარული საქმიანობა. ამ სფეროში მოღვაწეობისას, იყენებდნენ ფსევდონიმს ან ყალბ ინიციალებს, რათა დაეცვათ თავიანთი საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან და, რაც მთავარია,  აერიდებინათ პრობლემები კანონთან.

ასევე უცნობი იყო “ფრანგული ბარათების”  მოდელების ვინაობაც.  ეს კონკრეტული სერია შექმნილია ორი ქალი და ორი კაცი ფოტომოდელის მონაწილეობით.

მე-20 საუკუნის 20-იანი წლების “ფრანგულ ბარათებს” არაფერი აქვთ საერთო დღევანდელ ეროტიკულ პროდუქტთან, მეტიც – მათი შედარება შესაძლებელია მხოლოდ იუმორისტულ ხასიათს ატარებდეს.  სულ რაღაც ათწლეულის სხვაობა დიდ მენტალურ ცვლილებებს იწვევს კაცობრიობაში, შესაბამისად, ის, რაც წლების წინ მიუღებელი და ამორალური იყო, შესაძლებელია მოაგვიანებით ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდეს. ამის ნათელი მაგალითია ამერიკელი პიანისტის, კოულ პორტერის  მიერ, 1934 წელს ნათქვამი სიტყვები - “წლების წინ ქალს რომ შემთხვევით წინდები გამოსჩენოდა, ეს რაღაც შოკისმომომგვრელი იყო. ახლა ღმერთმა უწყის – ყველაფერი ‘მოსულა”.

 

 

წყარო:  www.mashable.com

Leave a Reply