თანამედროვე სტრესულ გარემოში მუშაობა, მუდმივად მჯდომარე მდგომარეობა და რუტინული სამუშაოს კეთება, რომელიც ხშირად უალტერნატივო რეალობაა ხშირად დეპრესიულ ფონს ქმნის. ფსიქოლოგები დეპრესიის გამომწვევ მიზეზად მრავალ გარემოებას ასახელებენ, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად კი ეს არის ალერგიული გამოვლინება  თანამედროვე ცხოვრების წესისადმი დამოკიდებულებისა.  

მაშინ, როდესაც დეპრესიის სიმპტომები გამოიხატება თავის ტვინზე ცვლილებებით,  შესაძლოა ის  გამოწვეული იყოს ჩვენს ორგანიზმში პროტეინების მსგავსი ნივთიერებების, ციტოკინის მიერ, რომელსაც ანთების გამომწვევი უნარები გააჩნია. უფრო კონკრეტულად კი, ჩვეულებრივი ავადმყოფობა, რომელიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასუსტებს და მასთან გამკლავებას დიდხანს ანდომებს, ორგანიზმს ნეგატიურად განაწყობს და ინერციით ადამიანს უჩნდება სურვილი იწვეს, სახლიდან არ გავიდეს და ა.შ.

ჯორჯ სლევიში (George Slavich) ფსიქოლოგი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა დეპრესიის სხვადასხვა გამოვლინებებს, მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტული შემთხვევების განხილვისას პრიორიტეტი ორგანიზმის მიერ გამოწვეულ დეპრესიაზე უნდა გაკეთდეს და პირველ რიგში უნდა მოხდეს პაციენტის ანამნეზის განხილვა.
 
“მე მას აღარც კი განვიხილავ, როგორც ფსიქიატრიულ შემთხვევას” – ამბობს ჯორჯი. ” ის რა თქმა უნდა მოიცავს ფსიქოლოგიურ ფონს, თუმცა ამავე დოზით ის გამოწვეულია ბიოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობითაც”. 
 
ფიზიკური სისუსტე არ წარმოადგენს ერთადერთ მიზეზს ანთებითი პროცესების გამოსაწვევად. როგორც კვლევები ადასტურებს, ჩვენი ორგანიზმი ნეგატიურად რეაგირებს თანამედროვე ცხოვრების წესზე. დიეტური , მაგრამ  მაღალი ცხიმოვანი სტურქტურისა და შაქრის შემცვლელი პროდუქტები იწვევს ნაწლავებში ციტოკინის დიდი რაოდენობით გამოყოფას, რომელიც ავტომატურად იწვევს ორგანიზმში ანთებით პროცესებს. ორგანიზმში ანთებითი პროცესების გამომწვევ მიზეზად განიხილება ასევე სოციალური იზოლაცია.  მაგალითად,  ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანი აღარ, ან ნაკლებად  ითხოვს გარშემომყოფებისგან მორალურ მხარდაჭერას, რაც მას გარკვეულწილად იზოლაციისაკენ უბიძგებს.
ამერიკელი ფსიქოლოგი, მარკ ჰაიმანი (Mark Hyman) მიიჩნევს, რომ ამ დაავადების ჯანსაღი, დიეტური საკვებით მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე იმ პრეპარატებით, რასაც პაციენტებს ამ დროს უნიშნავენ. მისი აზრით, როდესაც ადამიანი საკვებს იღებს იმ განცდით, რომ იგი მას მკურნალობისათვის ესაჭიროება, ჩვეულებრივი საკვები რეალურად ახდენს გავლენას განწყობასა და დაავადებაზე.
 
წყარო:
http://bigthink.com/ideafeed/depression-may-be-an-allergic-reaction-to-modern-life
 

Leave a Reply