არტისტი გვანცი ჯიშკარიანი Instagram-ის პირად გვერდს ფრაგმენტული სელფების განსათავსებლად იყენებს, რომლებსაც სისტემატური, ყოველდღიური ხასიათი აქვს და ერთგვარად ანგრევს საკუთარი თავისთვის გადაღებული გამოსახულების ესთეტიკას. მის მიერ გადაღებულ ფოტოებში ნახავთ დანაწევრებულ, ცალკეულ დეტალებზე ორიენტირებულ ვიზუალს, რომელიც ნაკლებად არის მნახველისთვის თავის მოწონების ფუნქციით დატვირთული. 

Screenshot 2015-05-28 at 15.52.13

“სელფი ძალიან პირადია, განუსაზღვრელად ეგოისტური, თან უკვე მიღებულია, საკუთარი ნებით გასაჯაროება და ზოგჯერ საზღვრებსაც სცდებიან, ყველაფერი საჯაროდ გამოაქვთ, იმიტომ, რომ შეუძლიათ, იმიტომ რომ ყურადღება სჭირდებათ. ზოგჯერ არც კი აქვს მნიშვნელობა მოსწონთ თუ არა საკუთარი თავი რომელიმე კონკრეტულ ფოტოში, მაინც ყველაფერი უნდა იყოს, ყველამ ყველაფერი უნდა ნახოს, თითქოს ფაქტია, დადასტურებაა იმის, რომ არსებობენ.

ეს იყო პირველი ტექსტი რაც მივაწერე :I will put all today’s selfies together – because I can #obama #AllTodaysSelfies

რაღაც ძალიან უცნაურია, როცა საკუთარ თავს უღებ და თან სევდიანია, როცა ყველა ამ ფოტოს ერთად უყურებ. თითქოს სხვა აღარვინ და აღარაფერი დარჩა და მარტო შენ ხარ;”

 

Screenshot 2015-05-28 at 15.52.21Screenshot 2015-05-28 at 15.52.39

Screenshot 2015-05-28 at 15.52.52Screenshot 2015-05-28 at 17.31.08

 

 

Leave a Reply