რამდენიმე თვის წინ საქართველოში პირველი ანტიკაფე გაიხსნა. თუ აქამდე არ გსმენიათ, მაშინ გეტყვით რომ ანტიკაფეს სისტემა მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული და თავისი სახელიდან გამომდინარე სტანდარტულ კაფეს არ წარმოადგენს, სადაც მენიუ და გარკვეული შეზღუდვები არსებობს, რომელსაც თვალდახუჭულად უნდა დაემორჩილო. ანტიკაფეში შექმნილია იდეალური სახლის სიტუაცია, სადაც სტუმრები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ ოჯახში. ანტიკაფე სხვა კაფეებისგან იმით გამოირჩევა, რომ არ არსებობს მენიუ. კონცეფციიდან და იდეიდან გამომდინარე არაფერი იყიდება გარდა დროისა (ალბათ ბევრ თქვენგან გაგახსენდებოდათ ცნობილი ფრაზა “დრო ფულია”). დროს მხოლოდ გატარებულ საათში იხდი, ხოლო ყავა, ჩაი, სასუსნავები და უამრავი სამაგიდო თამაში უფასოა. სტანდარტულ კაფეებში არ დაგრთავენ ნებას, რომ სხვაგან ნაყიდი საკვები ან სასმელი შეიტანო და მიირთვა, – ანტიკაფეში ეს დაშვებულია. ანტიკაფე ერთგვარი კავშირი ან გაერთიანებაა, სადაც ყველას შეუძლია მოხვედრა მიუხედავად მისი სქესისა, რელიგიისა თუ სხვა ნიშნისა, რომელიც ყველას განგვასხვავებს და ამავდროულად გვაერთიანებს.

პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ანტიკაფე საქართველოში თებერვალში გაიხსნა, სახელწოდებით “კუთხე” და მდებარეობს თბილისში, სოლოლაკში, დადიანის 30 ნომერში. დამფუძნებლები ანტიკაფეს იდეას სრულიად იზიარებენ და ზუსტად ისეთ გარემოს გვთავაზობენ, როგორსაც ევროპულ ანტიკაფეებში. “კუთხეში” გატარებული 1 საათის საფასურია – 3.50, მეორე საათიც – 3.50, მესამე საათი – 2 ლარი, ხოლო სამი საათის შემდეგ გატარებული ყოველი საათი უფასოა. ყავა, ჩაი, სასუსნავები და სხვადასხვა სახალისო სამაგიდო თამაშები უფასოა. აგრეთვე წიგნის მოყვარულებისთვის მოწყობილია პატარა ბიბლიოთეკა, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ უცხო ენოვანი წიგნებია განთავსებული.  ვისაც რომანტიკა და მეორე ნახევართან ერთად განმარტოება ურჩევნია, მათთვის აივანზე საოცრად რომანტიული გარემოა შექმნილი.

10641201_1074650665884883_1768569317856887719_n 10636199_1039263946090222_4301555906447196720_n 10857998_1025116320838318_6967591026335089071_n (1) 11247080_1081512328532050_6609385820858107492_n 11209667_1074195619263721_9198706907586228278_n

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ანტიკაფე თავისი კონცეფციიდან გამომდინარე კოლტურისა და ხელოვნების სფეროების განვითარებას უჭერს მხარს და ხელოვან ადამიანებს სთავაზობს სივრცეს და აუდიტორიას, სადაც თვითამოხატვის საშუალება მიეცემათ.

 

ანტიკაფე “კუთხე”

მის.: ქ. თბილისი, სოლოლაკი, დადიანის ქუჩა #30
ტელ. ნომერი: 598 47 02 20
ელ-ფოსტა: anticafetbilisi@gmail.com

 

Leave a Reply