13 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა ფონდი, სახელწოფებით – Tbilisi Hippo Fund. ფონდში შესული თანხების ნახევრით დაეხმარებიან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, ხოლო მეორე ნახევარი თბილისის ზოოპარკის დაშავებულ ცხოველებს მოხმარდება. როგორც ფონდის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წერია, სულ მალე გამოვა მაისურები და ჩანთები, რომლებიც როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ გაიყიდება, ამ ნივთების ყიდვით ნებისმიერი ადამიანი შეძლებს შემოწირულობის გაღებას.

Leave a Reply