13 ივნის თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების მიერ მიყენებული ზარალის ასანზღაურებლად გროვდება შემოწირულობები. სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დაზარალებულებს ტანსაცმლით, საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარებიან. ორი დღის განმავლობაში ქალაქის დასასუფთავებლად გამოვიდა ათასობით მოხალისე, რომლებმაც კოლოსალური შრომა გაწიეს და სახელმწიფო სამსახურებს დიდი დახმარება გაუწიეს. Marketer.ge თავის ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მზად არიან დაზარალებულებს დახმარება გაუწიონ.  ანაგი, საქართველოს ბანკი, სოკარი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ბარამბო, თეგეტა მოტორსი და ათობით სხვა კომპანია, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად და დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების გამოყოფას და სხვა სახის დახმარებას არ წყვეტენ.

 

 

 

 

 

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply