ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს სულისშემძვრელ ვიდეო რგოლს, რომლის მიზანია გზებზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება.

ასაკოვანი ქალბატონი ძალიან სევდიანი თვალებით იხედება უკან და ელვისებურად იცვლება ამ ქალბატონის ასაკი, მაგრამ ის მუდამ სევდიანია და კვლავ უკან იყურება. ვიდეოს ფინალი კი მართლაც სულისშემძვრელია.

ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების სამსახური გვაფრთხილებს, რომ ჩვენს მანქანაში ყველაზე უვნებელმა ადამიანმაც კი შესაძლოა უდიდესი საფრთხე წარმოშვას, ამიტომ საჭესთან ჯდომისას განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო. კვლევებმა აჩვენა, რომ მანქანაში მჯდომი ბავშვი 12-ჯერ უფრო დიდი საფრთხის წარმომშობია, ვიდრე მანქანის მართვისას ტელეფონზე საუბარი.

Leave a Reply