გრაფიკული დიზაინის კონკურსი საუკეთესო პლაკატისთვის. საკონკურსო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

ნომინაცია

 

1. ტყე შეშა არ არის — ნომინაცია დაწესდა პროექტის “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” ფარგლებში, ნომინაციის მხარდამჭერია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების  ქსელი (CENN)

 

ნომინაციაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ნამუშევარი რომელშიც ასახული იქნება ტყეებზე ზეწოლის შემცირების და სათბობი რესურსებით მოსახლეობის უზრუნველყოფის გაუმჯობესების არსებული პრაქტიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები

 

2. სარეკლამო პოსტერი ევროპული სკამების სალონისთვის “ტონ”-ი

 

კომპანიის შესახებ – http://ton.ge/ka/about_company/

პროდუქტები – http://www.ton.eu/en/products/

 

 

ნამუშევრების მიღებს ბოლო ვადა 20.11.2015 12:00

 გამოფენა და დაჯილდოება 10.12.2015

 

პოსტერის განთავსება http://optograma.ge

ნამუშევრის გაგზავნა ასევე შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: more@designtbilisi.ge

 

შესრულების მანერა

ნამუშევარი შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი ტექნიკით, როგორც კომპიუტერულად გენერირებული ასევე სხვა გრაფიკული გამოსახვის მეთოდებით.

 

ტექნიკური მოცემულობა

წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა იყოს ჩაწერილი jpg ფორმატში 72 dpi რეზოლუციით შემდეგი ზომების დაცვით 210×297 mm (ზომა A4). მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს გამარჯვების შემთხვევაში ნამუშევრის მაღალი რეზოლუციით წარმოდგენის შესაძლებლობა 300 dpi 297×420 mm (ზომა A3) ჩაწერილი tif, pdf, eps ფორმატში

 

 

ჟიური

სანდრო ასათიანი – ჯეოლაბის ხელმძღვანელი, san.ge/

მანანა არაბული – zangodesign studio

ნიკა შავიშვილი – არქიტექტორი, ტექქნიკური უნივერსიტეტი

ნინო სეხნიაშვილი – გალერეა ნექტარი

გიორგი პოპიაშვილი – არტ დირექტორი

 

მარიამ მამაცაშვილი – ბრენდ მენეჯერი, სალონი “ტონი”, ნანა ჯანაშია – აღმასრულებელი დირექტორი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების  ქსელი (CENN)

 

პრიზი

I ადგილი 800 ლარი, II – 500 ლარი

ევროპული სკამების სალონი “ტონ”-ი თავის რჩეულს გადასცემს სასაჩუქრე ვაუჩერს

 

კონკურსი ტარდება “თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის” ხელშეწყობით.

პროექტის პარტნიორები არიან:

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების  ქსელი (CENN)

ევროპული სკამების სალონი “Ton”

ინტერნეტ რესურსი fonts.ge

ჟურნალი designtbilisi.ge

 

Leave a Reply