შაბათს, 4 ივლისს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში  ქეთევან გორდეზიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

სიღნაღის მუზეუმის დიდ და მცირე დარბაზში გამოიფინება ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

ქეთევან გორდეზიანს დამთავრებული აქვს როგორც თბილისის სახელწიფო სამხატვრო უნივერსიტეტის არქიტეტურის ფაკულტეტი, ასევე ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი. გამოფენა სიღნაღის მუზეუმში 2 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

Leave a Reply