Tbilisi Open Air 2015-ის  მეორე დღის მთავარი კონცერტის დაწყებამდე ფესტივალის სცენებს ქართველი შემსრულებლები მონაცვლეობით იკავებდნენ და მსმენელი ნამდვილად არ აკლდათ. თუმცა ცენტრალური მოვლენის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სცენასთან ახლოს არათუ თავისუფლად ჯდომა აღარ შეიძლებოდა, არამედ ფეხზე დგომაც კი ჭირდა, ისე გადაივსო მინდორი.

ყველა მოუთმენლად ელოდებოდა ჯგუფ Archive-ის გამოსვლას, რომელიც 2 საათიანი დაგვიანებით დაიწყო. მანამდე კი ქართველი მსმენელის დიდი ნაწილის სასიამოვნო აღმოჩენამ, ჯგუფმა Soap & Skin თავბრუსდამხვევი შესრულებით სასიამოვნო განწყობა შექმნა. რამდენიმე საათის წინ კი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში ქართველ მსმენელს მადლობა გადაუხადეს და ვიდეო დაპოსტეს.

და კონცერტი, რომელსაც ყველა ელოდა.

ჯგუფმა, რომელიც 1994 წელს ლონდონში დაარსდა, ძალიან ბევრი წევრი შეიცვალა. ბევრჯერ დაიშალენ და ბევრჯერ გაერთიანდნენ. ის რაც მუდმივი რჩება, მშმენელის მათდამი უდიდესი სიყვარულია. თავდაუზოგავი, გულითადი შესრულება.

მიუხედავად იმისა რომ ქართველი მსმენელის უდიდეს დადებით მუხტს გრძნობდნენ გუშინდელ კონცერტზე, მრჩება, შეგრძნება,  ერთი მსმენელიც რომ მდგარიყო მათ წინ, მაინც ასე გულიანად და პროფესიონალურად შეასრულებდნენ ცნობილ ჰიტებს. ისინი ხომ მუსიკის გურუები არიან.

კონცერტის დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა თავიანთ გვერდზე მადლობა გადაუხადეს თბილისს და უკან დაბრუნების დიდი სურვილი გამოთქვეს.

Thank you, Tbilisi! It was a beautiful night and we can't wait to come back!

Thank you, Tbilisi! It was a beautiful night and we can’t wait to come back!

Leave a Reply