5 ივლისს ბრიტანეთის სამეფო კარი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ქვეშ, როდესაც ნორფოლკში, სანდრინგემის წმ. მარიამ მაგდალინელის ტაძარში სულ ორი თვის პრინცესა შარლოტას ნათლობის ცერემონიალი გაიმართა. მდიდრულ  ცერმონიალს პრინცესა შარლოტა მილსონის ეტლით ესტუმრა, რომელიც დედოფალი ელისაბედი თავის შვილებს, პრინცებს ენდრიუსა და ედვარდს ასეირნებდა.

ცერემონიალს პატარა პრინცესას უფროსი ძმაც, პრინცი ჯორჯიც ესწრებოდა, რომლის ორიგინალური ტანსაცმელი ძალიან გავდა მამამისის, პრინცი უილიამის ფორმას, რომლითაც ის თავის უმცროსი ძმის გასაცნობად მიიყვანეს 21 წლის წინ.

ცერემონია ვიწრო წრეში წარიმართა, მოგვიანებით კი მონათლული პრინცესა საზოგადოებასაც წარუდგინეს.

შარლოტა, რომელიც ტახტის მემკვიდრეებს შორის რიგით მეოთხეა, ხუთმა ნათლიამ მონათლა. მათ შორის არიან: ადამ მიდლტონი (Adam Middleton) – კეიტის ბიძაშვილი, ჯეიმს მიდი  (James Meade)  და ტომ ვან შრტუბენზე  (Tom van Straubenzee), რომლებიც ვილიამის სკოლის და კოლეჯის მეგობრები არიან, სოფი კარტერი (Sophie Carter) , რომელიც უილიამისა და კეიტის დიდი ხნის მეობარია, და ლაურა ფილოუსი (Laura Fellowes), რომელიც პრინცი უილიამის დეიდაშვილია, პრინცესა დიანას დის, სინტია ჯეინ ფილოუსის (Cynthia Jane Fellowes) ქალიშვილია.

წყარო:

http://www.zimbio.com/The+Royals/articles/neOHhn6_oMN/Princess+Charlotte+Christening+See+Adorable?utm_source=facebook&utm_medium=page&utm_campaign=owned

http://edition.cnn.com/2015/07/02/europe/royal-baby-princess-charlotte-christening/index.html

Leave a Reply