ზღაპრული წვეულება – მე ასე ვუწოდებდი Giambattista Valli შემოდგომა 2015 Couture-ის კოლექციას. ულამაზესი, ჰაეროვანი საღამოს კაბები, ვიწრო შარვლები და თავისუფალი სტილის ბლუზები და დახვეწილი აქსესუარები.

ყოფილხართ ყვავილების ფესტივალზე  ან ვარდის ფურცლები აგიყრიათ ჰაერში?  თითქოს ფერად-ფერადი ყვავილების ფურცლები საგულდაგულოდ, ფრთხილად მიამაგრეს ქსოვილს. აი, ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება გრჩება ამ კოლექციის ნახვის შემდეგ.

უნაზესი ტულის ქსოვილი და ე.წ. ფარშევანგის ფრთებით გაშლილი კაბები. შავი, თეთრი, ფორთოხლისფერი, ყვითელი, ატმისფერი და ეს ყველაფერი გაფორმებული ყვავილების ულამაზესი პრინტებით.

Leave a Reply