პერუელი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას გადაწყვეტილებამ ოჯახიდან წამოსვლის შესახებ, შოკში ჩააგდო არამარტო მისი ოჯახის წევრები, არამედ საზოგადოება.

79 წლის ლიოსა, რომელიც 50 წელია დაქორწინებულია, თავის 70 წლის მეუღლეს პატრიციას მიმოწერით გამოუტყდა, რომ მან ახლა გაიგო, თუ რა არის ნამდვილი ბედნიერება და მასთან განქორწინება სურს. მწერლის ოჯახის წევრები შეშფოთებულები არიან. მისმა ვაჟმა გონსალომ ისიც კი აღნიშნა, რომ მამისგან ეს უმადური საქციელია, ვინაიდან თავის დროზე პატრიციამ მარიოს და ოჯახის გამო კარიერაზეც კი თქვა უარი.

ლიოსა, რომელიც სტაბილური და უხმაურო პირადი ცხოვრებით გამოირჩეოდა, თავდავიწყებით შეყვარებულია 64 წლის იზაბელ პრეისლერზე, რომელიც ცნობილი მომღერლის ენრიკე იგლესიას დედაა და ესპანელები მას femme fatale-ს უწოდებენ.

იზაბელი 1971 წელს დაქორწინდა ხულიო იგლესიასზე. მათ სამი საერთო შვილი ყავთ. 1979 წელს ლიოსას რჩეულმა განქორწინებაზე შეიტანა განცხადება და მალევე ცოლად გაჰყვა კარლოს ფალკოს, რომელთანაც ქალიშვილი თამარა შეეძინა. მისი მესამე და ჯერ-ჯერობით ბოლო ქორწინება იყო მიგელ ბოიერთან, რომელიც 2014 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. იზაბელს მასთან ქალიშვილი ანა ბოიერი ჰყავს.

იზაბელი ესპანეთში ცხოვრობს და მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “მანილას მარგალიტს”. ის ლიოსას მსგავსად ფილიპინებში დაიბადა, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი ესპანეთში გაატარა, სადაც სხვადასხვა დროს იყო მოდელი, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და ბევრი მამაკაცის საოცნებო ქალი.

წყვილის სამომავლო გეგმები ცნობილი არ არის.

Leave a Reply