Youtube-ის დადებით მხარეებზე აღარავინ ლაპარაკობს თანამედროვე სამყაროში. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელიც თან  ჩვენი გემოვნების შესაბამისი მუსიკით გვამარაგებს, თან ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი სახის სიახლესა და მასალას რომელიც ჩვენი ინტერესების სფეროს კარგად ესადაგება.  ვიდეო კონტენტზე ორიენტურებულმა სოციალურმა ქსელმა 10 წელიწადში შეძლო ქცეულიყო პლატფორმად, რომელიც ამა თუ იმ პროექტის წარმატების ძირითადი განმსაზღვრელია.  იუთუბის წარმატებულობის ერთ-ერთი მიზეზი  მისი ‘სამართლიანი’ დამოკიდებულებაა თავის მომხმარებლებთან.

იუთუბს დღეს   მილიარდამდე რეგისტიტებული მომხმარებელი ჰყავს.  ყოველდღიურად ადამიანები ასეულობით მილიონ საათის ხარნგრძლივობის მასალას ნახულობენ იუთუბზე, რაც დღეში მილიარდზე მეტი ნახვის შეგროვბის გარანტიას იძლევა. ამასთან, მომხმარებელთა და ნახვათა რიცხვი ყოველწლიურად, წინა წელთან შედარებით 50%-ით იზრდება.

უამრავი ადამიანი იყენებს იუთუბის შესაძლებლობებს თავიანთი იდეების განსახორციელებლად.  მათ, ვინც იუთუბის დახმარებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ცნობილ იუთუბერთა შორის დაიმკვიდრა ადგილი და იუთბის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ აქცია.

მინდა შემოგთავაზოთ ის არხები, რომელთა ატვირთულ ვიდეობსაც ხშირად ვეცნობი და რომლებიც ჩემი აზრით, სახალისო, ორიგინალური და საინტერესო კონტენტით გამოირჩევიან.

 

 

1.  Fine Brothers Entertainment

ყველაფერი ორმა ძმამ, ბენიმ და რაფიმ დაიწყო, რომლებიც ფილმების გადაღებით იყვნენ დაინტერესებულნი. არხის შექმნის შემდეგ მათ შეძლეს და დააგროვეს 5 მილიარდი ნახვა და 15 მილიონი გამომწერი. მათ არხზე შემთხვევით აღმოვჩნდი, როდესაც იუთუბმა Doctor Who-სთან დაკავშირებული ვიდეობის ნახვა შემომთავაზა.  ვიდეოში, რომელიც პირველად ვნახე, ორი ძმა თინეიჯერებს ჯერ ცნობილი ბრიტანული სერიალის თრეილერს ანახებდა, ხოლო შემდეგ მათ კითხვებს უსვამდა და სერიალთან დაკავშირებულ ფაქტებს აცნობდა. ვიდეოს მთავარი ხიბლი მოზარდთა რეაქციები იყო.  ძმები ვიდეოთა მთელ სერიას ქმნიან, რომლებიც მაყურებელთა რეაქციებზეა დამყარებული.  მათ აქვთ შექმნილი ვიდეობი, სადაც აფიქსირებენ თინეიჯერთა, ასაკოვან ადამიანთა და ბავშვთა რეაქციებს, ასევე იწვევენ მეგობარ იუთუბერებს და მომხმარებლებს მათ რეაქციებსაც აცნობენ სხვადასხვა საკითხთან, პრობლემასთან, ვირუსულ ვიდეოსთან, ფილმთან, სერიალთან, ვიდეო თამაშთან, მუსიკასთან დაკავშირებით.

წარმოგიდგენთ ძმების მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელსაც 10 მილიონი ნახვა აქვს. ვიდეო გასული წლის მაისში აიტვირთა და მასში, ძმები ცნობილ იუთუბერებს ანახებენ თათია ფილიევას მიერ შექმნილ ვირუსულ ვიდეოს FIRST KISS  და მათ რეაქციებს აფიქსირებენ. თათიას ვიდეოს ნახვის შემდეგ, იუთუბერთა უმრავლესობა წუხდა, რომ მსავსი ვიდეოს შექმნის იდეა თავად არ გაუჩნდათ.

 

2.  How It Should Have Ended

“როგორ უნდა დამთავრებულიყო’ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხია, რომელიც 2007 წელს შეიქმნა და დღემდე მილიარდობით ნახვა აქვს.  არხის შემქმნელები მომხმარებლებს ცნობილი  კინოსურათების  ალტერნატიულ დასასრულებს სთავაზობენ. დასასრულები როგოროც წესი  მხიარული და მარტივია. ნახეთ, როგორ უნდა დამთავრებულიყო ‘შურისმაძიებლები’ და თავად დარწმუნდით ამაში.

 

3. Danger Dolan

არხის ერთადერთი ნაკლი მისი შემქმნელის მონოტონური და საშინლად დამღლელი ხმაა. სხვა მხრივ ის იდეალურია მათთვის, ვისაც საინტერესო ფაქტები იზიდავს. თითოეულ ვიდეოში თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ საინტერესო ფაქტებსა და მითებს ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიც ადამიანის სხეული, მოჩენებები და ცხოველთა სამყაროა.

 

 

4.  WatchMojo.com

სამი მილიონი ნახვითა და მილიონობით გამომწერით, ეს არის კიდევ ერთი არხი, რომელიც ტოპ ათეულებს გვთავაზობს. განსხვავებით სხვებისგან არხის შემქმნელები თითქმის ყოველთვის საინტერესო და სახალისო თემებს არჩევენ. ისინი ფოკუსირებას მუსიკაზე, კინოსა და კომიქსებზე ახდენენ.  მაგალითად, ამ ვიდეოში, რომელსაც მე გთავაზობთ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ფილმებს, რომელთა ჩავარდნა და წარუმატებლობა მეტწილად მათმა ცუდმა ტრეილერებმა განაპირობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მაყურებელს ფილმის მთლიან სიუჟეტს მოუთხრობენ.

 

 

5. whatever

ბრაიანი და მისი კრეატიული მეგობები სხვადასხვა სახის სოციალურ ექსპერიმენტებს აწყობენ, იღებენ და იუთუბზე ტვირთავენ. მათ ვიდეობის ნახვა ყოველთვის საინტერესოა.  არხის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა მოხდება თუ გოგო 200 უცნობ მამაკაცს სექსს სთხოვს, რა მოხდება თუ ბიჭი სთოხვს უცნობ ქალბატონებს მას სექსზე დათასთანხმდნენ.  ამ კონკრეტულ ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ადამიანთა რეაქციებს წყალში გადავარდნილი ჩვილის დანახვისას.

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

One Response

  1. ----

    მინდა გითხრათ რომ მართლაც უმაგრესი ბლოგი გაქვთ! წარმატებები.

    Reply

Leave a Reply