სოციალურ ქსელებში ანონიმურად ჩატარებული გამოიკითხვის თანახმად, სადაც მხოლოდ ლგბტ თემის წევრები იღებდნენ მონაწილეობას გაირკვა, რომ მათგან თითქმის ყველას განუცდია ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა საზოგადოების მხრიდან. ბევრმა ისიც განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში სასწავლო დაწესებულებებში და სამსახურში უწევთ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დამალვა თავდაცვის მიზნით, რომ შემდგომ არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია. კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა პიროვნებამ გ.კ-მ განგვიცხადა, რომ სამსახურში 5 წლიანი მუშაობის და მისი მაღალი პასუხისმგებლობის მიუხედავად სამუშაოს დატოვება მოსთხოვეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაიგო მისი ორიენტაციის შესახებ და უფროსს მოახსენა.

ჩვენ  ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”-ს განათლების ოფიცერს ლევან ბერიანიძეს, რომლსაც ვთხოვეთ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობა შემცირდეს.

იმისათვის, რომ საზოგადოება გახდეს ნაკლებად ჰომოფობიური, საჭიროა საზოგადოების ინფორმირებულობა. არსებობს უამრავი ნეგატიური წინასწარგანწყობა ჰომოსექსუალობისადმი. ჰომოსექსუალობის ნებისმიერი გამოვლინება იწვევს ჰეტეროსექსუალური წყობის სიმყუდროვის დარღვევას, რაც თავისთვად იწვევს აგრესიას. ამისათის საჭიროა საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული გახდეს: მათ უნდა გაიგონ რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის, იგი არ არის გარყვნილება და/ან ა.შ. – ყველა ის წარმოდგენა რაც არსებობს საზოგადოებაში ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც საზოგადოება გახდება ცოტა უფრო მეტად ინფორმირებული, ალბათ შესაძლებელი გახდება ხილვადობის გაზრდაც. თემის წევრები უფრო და უფრო მეტად შეძლებენ გამოჩენას და საზოგადოებაც ნელ ნელა, ინფორმაციულ მუშაობასტან ერთად, ამ ხილვადობით შეეჩვევა ლგბტ ადამიანებთან ერთად თანაცხოვრებას, ისინი არარ იქნებიან აღმულნი უცხოებად რაღაც პერიოდის შემდეგ და ეს ტავის შედეგს მოითანს.

მოგეხსენებათ, რომ ონლაინ ჟურნლი “What i see” ორიენტირებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე და ამ კუთხით სიახლეების თუ საინტერესო პროექტების გაშუქებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ დაწერილ და ნათქვამ სიტყვას შეუძლია რაღაცის შეცვლა და დიდი იმედი გვაქვს საზოგადოებაში აღმართული ბარიერები, რომლებიც ჩვენვე გვავნებს, მალე გაქრება.

 

Leave a Reply