პლუტონი, ზომით ყველაზე პატარა, შორეული, ყინულის საფარით დაფარული, ციცქნა პლანეტა, როგორადაც ის უახლოეს ათწლეულამდე მიიჩნეოდა,  უახლესი ცნობებით მზის სისტემის ციცქნა პლანეტებს შორის ყველაზე დიდია. სამეცნიერო სფეროში ბოლო დროს ხშირად განიხილებოდა პლუტონისა და ყველაზე ბოლოს აღმოჩენილი პლანეტის, ერისის ზომები, თუმცა NASA-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ამ საკითხსაც ახადეს ფარდა – პლუტონი ზომით აღემატება ერისს, თუმცა შემადგენლობით ერისი მასზე მკვრივია. 

პლუტონი 1930 წლის 18 თებერვალს იქნა აღმოჩენილი ამერიკელი ასტრონავტის, კლაიდ ტომბოფის (Clyde Tombaugh) მიერ. დღეს მისი აღმოჩენიდან 85 წლის შემდეგ, კალიდის ფერფლის მცირე ნაწილი მის მიერ აღმოჩენილ პლანეტაზე მიმოიბნევა. ახალი ჰორიზონტი ( New Horizons  ), ნასას მიერ შექმნილი კოსმოსური ზონდი, რომელიც სპეციალურად შორეული მანძილების აღმოსაჩენად შეიქმნა, უკვე 9 წელია პლუტონისაკენ მოგზაურობს.  იმის გამო, რომ პლუტონს სქელი აზოტის გარსი აკვრია, მისი ფოტოების ნახვა და მასზე დაკვირვება შორსმხედველი კამერებითაც კი არ იყო შესაძლებელი. კაიდი, რომელიც კანზასის ფერმაში გაიზარდა, არიზონას შტატის ლოველის ობსერვატორიაში (Lowell Observatory in Arizona) მუშაობდა. თავდაპირველად ის სტაჟიორ-ასისტენტად მუშაობდა, რომელიც ჩართული იყო ნეპტუნის უკან მდგომი პლანეტის აღმოჩენის პროექტში.  მის სამუშაოს წარმოადგენდა ათასობით ვარსკვლავების სურათების დამუშავება. 1930 წლის 18 თებერვალს, როდესაც მან ეს აღმოჩენა გააკეთა, მხოლოდ 24 წლის იყო. მისმა აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მეცნიერების წარმოდგენა მზის სისტემაზე. დღესდღეობით მიჩნეულია, რომ კუპერის სარტყელის იქით ათასობით ყინულოვანი, მცირე ზომის ობიექტია, რომელიც პლუტონის იქით მდებარეობს.

პლუტონი, რომლიც მოწითალო-ფორთხლისფერია, 3,6 მილიონი მილითაა (5,8 მილიონი კილომეტრი) დაშორებული მზისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ  მზისგან 40-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე დედამიწა. პლუტონს სახელი 11 წლის ინგლისელმა გოგონას უწოდა. ის კუპერის სარტყელშია მოქცეული, რომელიც მზის სიტემის აქამდე აღმოჩენილ ყველაზე შორეულ ნაწილს წარმოადგენს. პლუტონთან ერთად ამ სარტყელში რამდენიმე ათასი ყინულოვანი ობიექტია. პლუტონი ცეროდენა პლანეტების რიცხვს მიეკუთვნება და მას ხუთი თანამგზავრი ჰყავს. აქედან ყველაზე დიდი, კერინი (Charon), რომელიც ზომით თითქმის მისი ნახევარია, ახლო კადრით ნათელი ნაცრისფერი აღმოჩნდა.  მისი ოთხი მომცრო ზომის თანამგზავრების სახელებია ნიქსი (Nix), სტიქსი (Styx), კერბეროსი (Kerberos) და ჰიდრა  (Hydra).

პლუტონი ამ დროისთვის  არ იწოდება სრულყოფილ პლანეტად. ის ცეროდენა პლანეტების რიცხვს მიეკუთვნება. 2003 წელს, როდესაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა პლუტონის უკან (ერისი ), ის უფრო ზომით უფრო დიდად მიიჩნიეს, ვიდრე პლუტონი. ამის შემდეგ დაიწყეს დავა იმაზე, თუ რა კრიტერიუმები განაპირობებს ობიექტის პლანეტად განხილვას. მიჩნეული იქნა, რომ პლუტონს დაახლოებით დედამიწის 1/3 მიზიდულობა გააჩნდა. შესაბამისად, მისი ზომისა და მდებარეობის გამო ის ცეროდენა პლანეტად მიიჩნიეს. მის მსგავს პლანეტებს კი, როგორებიცაა ერისი (Eris) და მაკემარე (Makemake), მეცნიერები პლუტოიდებს ეძახიან.

ახალი ჰორიზონტი 2006 წელს გაეშვა, რომელსაც ყველა შესაძლო ხელსაწყო გააჩნია ფოტოების გადასაღებად და დაშვების შემდეგ ამ  ციცქნა პლანეტაზე საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად.  ნავარაუდევი იყო, რომ ზონდის მიახლობით მეცნიერები დამატებით თანამგზავრს აღმოაჩენდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. გარდა ამისა, პლუტონი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ეს შორი დაკვირვებით ივარაუდებოდა.

ის, რამაც  სოციალურ ქსელში დიდი აურზაური გამოიწვია, იყო პლუტონის კადრი ახლო ხედიდან, სადაც მის ზედაპირზე მკვეთრად გამოსახული გულის ფორმაა გამოსახული. “სამყაროს ახალი ვალენტინი” – ასე მოიხსენიებენ მას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომლის დაჯდომის შემდეგ გადაღებულ ფოტოებს სამყარო სულ რამდენიმე საათში შეძლებს რომ იხილოს, რადგან მოწყობილობას 4 საათი სჭირდება იმისათვის, რომ მონაცემები სისტემამდე გადმოაგზავნოს. ჩვენს მიერ მიღწეული სამყაროს  უშორესი წერტილიდან სასიყვარულო გზავნილის მოლოდინში კი, გჯეროდეთ, რომ პლუტონს ჩვენ უსიტყვოდაც ვუყვარვართ!

 

წყარო:

http://phenomena.nationalgeographic.com/2015/07/13/new-horizons-science-update-pluto-is-the-biggest-one-of-all/?utm_source=Facebook&utm_medium=Social&utm_content=link_fb20150714ph-plutoupdate&utm_campaign=Content&sf10918982=1

http://edition.cnn.com/2015/07/13/us/nasa-pluto-new-horizons-clyde-tombaugh-ashes/index.html

https://www.nasa.gov/audience/forstudents/k-4/stories/nasa-knows/what-is-pluto-k4.html

http://phenomena.nationalgeographic.com/2015/07/12/plutos-large-moon-charon-is-stunning/

About The Author

Writing A little bit about everything and nothing. Breathing for Living And Living for Loving.

Leave a Reply