ფეისბუკ გვერდმა – ‘In Ukrain’ შექმნა პოსტერების სერია, რომელებიც ხაზს უსვამენ უკრაინისა და რუსეთის განსხვავებებს და მიზნად ისახავენ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ ფართო საზოგადოების, განსაკუთრებით დასავლეთში მცხოვრები ადამიანების სწორად ინფორმირებას. პოსტერების შემქმნელების აზრით კონფლიქტის მიუხედავად, უკრაინასა და რუსეთს ბევრი ისევ ერთმანეთთან აასოცირებს. სწორედ ამიტომ მათ საჭიროდ ჩათვალეს უკრაინასა და რუსეთის განსხვავებების ხაზგასმა, რათა მკაფიო გახდეს, რომ უკრაინა ეს არის სხვა ქვეყანა, სადაც სხოვრობს სხვა შეხედულებების,  მენტალურად განსხვავებული საზოგადოება, რომელსაც სხვა მიზნები და მათი მიღწევის რუსეთისგან განსხვავებული ხერხები აქვს.

 

Leave a Reply