როგორი იქნებოდა ქალაქები ხელოვნური განათებისა და ჰაერის დაბინძურების გარეშე?!  როგორი იქნებოდა მეგაპოლისები, რომლების თავზე ღამით მხოლოდ ვარსკვლავები გაანათებდნენ?!

თანამედროვე ფოტოგრაფიის, გრაფიკული მანიპულაციების წყალობით, შესაძლებელია ნებისმიერი წარმოსახვითი ინფორმაციის ვიზუალიზაცია. სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია ფრანგი არტისტის,  თიერი კოენის ფოტოპროექტი - ‘ჩაბნელებული ქალაქები’. პროექტი იმითაა აღსანიშნავი, რომ გარდა ვიზუალური ღირებულებისა, ის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას – ეკოლოგიურ დაბინძურებას ეხება .

“არსებული რეალობების კომბინაციით მე ახალი რეალობა ვაჩვენე. ეს არის რეალობა, რომელიც არსებობს, თუმცა ჩვენ ვეღარ ვხედავთ. მე ‘დაკარგული ვარსკვლავები’ დაგანახეთ.” – აღნიშნა არტისტმა პროექტზე საუბრისას.

მას შემდეგ, რაც ქალაქების თავზე ცა დაიფარა გამონაბოლქვის სქელი ფენით, მას შემდეგ, რაც ქალაქებს ანათებს ლამპიონები, ქუჩის კუთხეებში მაღაზიებისა თუ სარეკლამო ბანერების ფერადი შუქები, ადამიანებმა დაკარგეს იმის განცდა, თუ რამდენად მშვენიერია სამყარო. კოენის თითოეული ფოტოც სწორედ ამ ქვეტექსტის მატარებელია – წარმოუდგენელი სილამაზე, რომელიც დავთმეთ, რათა გვეცხოვრა მეტროპოლისებში.

Rio de Janeiro 22° 56’ 42’’ S 2011-06-04 lst 12:34

 

 

წყარო:  www.iflscience.com

Leave a Reply