მომღერალი, რომელიც მისი გამოსვლის მოსასმენად მოსული ხალხის მიერ შექმნილი საცობის გამო საკუთარ კონცერტზე ფეხით მოვიდა, ამბობს რომ მისი კალენდარი 1 იანვრიდან კი არა ფესტივალ “არტ-გენიდან” იწყება. ჩემი მხრივ კი დავამატებ, რომ თუ ნამდვილი, გულწრფელი ნინო ქათამაძის მოსმენა გინდათ, უნდა მოუსმინოთ “არტ-გენზე”.

ყოველი სიმღერის დაწყებისას და დასრულებისას სიყვარულს უხსნის მსმენელს და სთავაზობს რომ მასთან ერთად იარონ გასტროლებზე, იმდენად კარგად გამოსდით ერთად სიმღერა.

“ქუჩაში ერთხელ” პირველი აკორდების აჟღერებას, უზღვავი ემოცია მოყვა და ნინომ ოდნავი დანანებით თქვა რომ მისი რეპერტუარი იყოფა ორად, სიმღერები, რომლებიც მისია და სიმღერები, რომლებიც მსმენელს ეკუთვნის.

ნინო ქათამაძე მღერის მსმენელთან ერთად. არ ეზარება სიმღერის გამეორება, თუ ხედავს რომ პუბლიკას ძალიან მოეწონა. ეფერება სცენასთან ახლოს მდგომ ყველა ადამიანს და ბენდს ეუბნება, რომ დაუკრან ის სიმღერა, რომელიც რეპერტუარში არ ჰქონდათ, მაგრამ ერთმა მსმენელმა წაიმღერა უკანა რიგებში. რიგით მსმენელს კი სთავაზობს სცენაზე ავიდეს და ტამ-ტამზე დაუკრას. თანხმდება ექსპერიმენტებს და კონცერტი გრძელდება დაგეგმილზე ბევრად დიდხანს.

და ასე დიდხანს და უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო მის გენიალურობასა და “არტ-გენიალურობაზე”, მაგრამ როგორც მის ერთ სიმღერაში “… მიყვარხარ და ვიცი გესმის…”, “… მე მიყვარხარ, დრო რომ გავა უფრო ძლიერ მეყვარები…”

ფოტო: სოსო მამნიაშვილი

Leave a Reply