GEM fest – ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი  30 ივლისს გაიხსნა. ფესტივალი ქართველ შემსრულებლებთან ერთად ისეთ ცნობილ არტისტებს უმასპინძლებს, როგორიცაა ARMIN VAN BUUREN, BOOKA SHADE, DAVID AUGUST LIVE, ELLEN ALLIEN, LUCIANO, TALE OF US, WHOMADEWHO და სხვა.

GEM fest – ი ანაკლიაში გაიმართება. ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათთვის ასპარეზის დათმობა, სწორედ ამიტომ საზაფხულო კინოთეატრში გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. ასევე, გაიმართება სახალხო ბაზრობა – თბილისში უკვე კარგად ცნობილი ფლეა მარკეტი. ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათის იქნება, გაყიდული ბილეთებიდან ლარი ”სოლიდარობის ფონდში” გადაირიცხება. ოფიციალური ინფორმაციით უკვე 10 000 ბილეთია გაყიდული, ქართველ მსმენელთან ერთად ფესტივალზე უცხოელ სტუმრებსაც ელოდებიან, რომლებსაც როგორც კერძო, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები ელოდებიან.

სპეციალურად ფესტივალისთვის იმართება ინფრასტრუქტურა, შენდება 5 სცენა, კარვების ქალაქი, ბარები…  სამუშაოებში ადგილობრივებიც იღებენ მონაწილეობას.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ ფესტივალის სახით იქმნება ახალი ბრენდი, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ფესტივალის ცხრავე დღეზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 200 ლარია.

ფესტივალის პოპულარიზაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც უწყობს ხელს. სწორედ მათი ინიციატივით ჟურნალისტებისთვის პრეს ტური მოეწყო ანაკლიაში, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საფესტივალო ქალაქი, იქ მიმდინარე სამუშაოები და გაესაუბრნენ ორგანიზატორებს.

 

ავტორები: თამო ჭინჭარაული / ნინო იმერლიშვილი

Leave a Reply