2008 წელს სირაკუზის უნივერსიტეტის ხელოვნების პროფესორმა და მხატვარმა სემ ვან აკენმა შტატ ნიუ-იორკში 3 აკრი სასოფლო-სამეურნეო მიწა შეიძინა და მის ტერიტორიაზე იმ ხეების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისთვის ხელოვნების ნიმუშად მოიაზრებოდა.  არტ პროექტი ერთ ხეზე რამდენიმე სხვა ჯიშის დამყნობას ითვალისწინებდა. სემ ვან აკენი ხესთან მუშაობას ნერგის პატარა ასაკიდანვე იწყებდა, რათა ხე უკეთ შეგუებულიყო მოსალოდნელ ცვილებებს.  მხატვარი ძირითადად მსგავსი სახის ხილზე მუშაობდა. მაგალითად ცდილობდა ვაშლის, ატმისა და ქლიავის ერთ ხეზე გახარებას. იგი ითვალისწინებდა სხვადასხვა ჯიშის ყვავილობის პერიოდსაც და მათ ყველა ნიშან-თვისებას მაქსიმალურ ყურადღებას აქცევდა.

დიდი შრომის შემდეგ, მხატვრის წამოწყებამ შედეგი გამოიღო და მან შეძლო შეექმნა ხე, რომელზეც 40 სხვადასხვა ჯიშის ნაწყოფი გაიხარებდა.  დღეს 16 ’40 ხილის ხეა’ შექმნილი და ისინი ამერიკის ტერიტორიაზეა გადანაწილებული. მხატვრის თქმით, ’40 ხილის ხე’ მისი არტ პროექტებიდან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა.

 

 

 

Leave a Reply